ნარმანია: ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არაა

359

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არაა. ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ელექტროენერგიის ტარიფის მატებას ამ ეტაპზე, ამ გადმოსახედიდან არ ველოდებით. ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფებიც უკვე დადგენილია. ელექტროენერგიის ტარიფი ამ წლის ბოლომდეა დადგენილი, მისი გადამტკიცება მოხდება, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმამ იმას, რომ ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.