ანა ფოტიგა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორებების ინიცირება გავაკეთე

262

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, შესწორებების ინიცირება გააკეთა, – ამის შესახებ ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ფოტიგას თქმით, ის მხარს უჭერს, ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის.

“როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს, შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის” – დაწერა ევროპარლამენტარმა “ტვიტერზე”.