საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეპიდვითარება კონტროლირებადია და ხელისუფლება სიტუაციას მართავს, – ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ ვაქცინაციასთან დაკავშრებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო თხოვნით… ჩვენ ვაქცინების არავითარი პრობლემა არ გვაქვს. 1 ოქტომბერს ჩამოვიტანეთ 1 მლნ “სინოფარმის” ვაქცინა, გვაქვს „ფაიზერის“ ვაქცინა… ყველანაირი ვაქცინა გვაქვს. გთხოვთ, კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა.
ასევე, მინდა, ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ სიტუაციას ვმართავთ, კონტროლის ქვეშ არის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ექიმებს, ისინი ძალიან გმირულ საქმეს ეწევიან და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი საქმის დასაფასებლად“, – განაცხადა პრემიერმა.