საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვარში ვეტერანების 22–ლარიანი დანამატი გადაიხედება და ხუთჯერ გაიზრდება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე მინდა ვთქვა, რომ საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, გადახედილი იქნება და ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება. თქვენი დაფასება არის არა მხოლოდ თქვენი ღვაწლისა და დამსახურების აღიარება, არამედ ესაა ზრუნვა მომავალზე, ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე“,–განაცხადა პრემიერმა.