ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, “ნაცმოძრაობა” და ხაზარაძე გადის პარლამენტიდან, ეს იქნება იდეალური

246

პრემიემინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ იდეალური იქნება თუკი ერთიანი ნაციიონალურ მოძრაობა და პარტია ლელო საქართველოსთვის პარლამენტს დატოვებენ, მისი თქმით, თუ ეს მოხდება “ქვეყანა დამშვიდდება”.

“ყველა ეს დესტრუქციული ძალა რა წამს გავა პარლამენტიდან, მომდევნო 3 წლის კი არა, 3 თვის განმავლობაში მოხდება მათი სრული მარგინალიზება, ბოლომდე თავს დაიმარხავენ, პარლამენტი დამშვიდდება, ქვეყანა დამშვიდდება, დაწყნარდება და გარწმუნებთ, არავითარი რყევა არ მოხდება ქვეყანაში”, — აცხადებს ღარიბაშვილი იმედის ეთერში.

ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ პარტია ლელო და ნაციონალური მოძრაობა სწორედ ამ სცენარს განიხილავს.

“გზა დამილოცნია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს, პარლამენტიც დამშვიდდება და არ ვიქნებით მომსწრენი იმ მუდმივი, პერმანენტული საბოტაჟისა და დესტრუქციისა, რაც პარლამენტში ხდებოდა. რა უნდა მელიას პარლამენტში. კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი”, -აცხადებს ღარიბაშვილი.