დავით ნარმანია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაზე: რაიმე მნიშვნელოვან კანონდარღვევასთან ან შეუსაბამობასთან საქმე არ გვექნება

723

რაიმე სახის მნიშვნელოვან კანონდარღვევასთან ან შეუსაბამობასთან საქმე არ გვექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის შეფასებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, 58 კერძო პირს მიწა და უძრავი ქონება დაუსაბუთებლად გადაეცა.
დავით ნარმანია საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით, კვლევის გაცნობის შემდეგ აპირებს.
„კვლევას არ გავცნობივარ, აუცილებლად გავეცნობი და შემდეგ შევძლებ განცხადების გაკეთებას, თუმცა, რაიმე სახის მნიშვნელოვან კანონდარღვევასთან ან შეუსაბამობასთან საქმე არ გვექნება. ვნახავ კვლევას და მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი