რიკოთის მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორ ზოლიან ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მოძრაობა გაიხსნა 2 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო პარალელურად არსებულ 2 ზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა (სიგრძით: 98 მ; 65 მ; 98 მ; 98 მ; 65 მ და 131 მ) და 3 გვირაბს (სიგრძით: 70 მ; 182მ; 100 მ).
რიკოთის საურელტეხილო ზგის მშენებლობის ფარგლებში, სულ აშენდება 51.6 კმ-მდე კმ გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი. ინტენსიური უკვე სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდზე და 47 გვირაბზე, ხოლო 8 გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.
რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების სიჩქარე გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება.
სამინისტროს ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მეოდნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.
COVID 19-ის გამოწვევის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ გაჩერებულა და მათი პროგრესი შენარჩუნებულია. რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა 68% საქართველოს მოქალაქეა.
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.