აჭარაში წლის ბოლომდე სამი ახალი რაგბის სტადიონის მშენებლობა დაიწყება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
შესაბამის მემორანდუმს ხელი რაგბის ფედერაციასა და აჭარის მთავრობას შორის უკვე მოეწერა. პირველ ეტაპზე, სამუშოები ქობულეთში, სოფელ ხუცუბანსა და დაბა ჩაქვში, ხოლო შუახევში, სოფელ ფურტიოში დაიწყება. მომდევნო წელს კი მშენებლობა სტარტს ბათუმშიც აიღებს. სპორტული კომპლექსის მოწყობა, 100 ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობის პროექტის ფარგლებში იწყება.