ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურით დაიწყო

227

ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურით დაიწყო. ოპოზიციური პარტიების წევრებს მმართველ გუნდთან შეკითხვები ჰქონდათ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით.

საკრებულოს სხდომაზე მივიდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, გოგოლის ქუჩაზე გაურკვეველი მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ლობირებს.

მისივე განცხადებით, უკანონო მშენებლობა ბათუმის მერიამ არაერთხელ დააჯარიმა, თუმცა მაინც გრძელდება.

ამ განცხადებებს „ქართულ ოცნებაში” უპასუხეს და განაცხადეს, რომ ადგილზე სამართალდამცავები და მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებოდნენ. მათივე განცხადებით, საქმე სასამართლოშია გადაცემული.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების კიდევ ერთი საგანი გახდა ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები.