ხელვაჩაურში მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება

384

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს შენობის ინტერიერის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

„პროექტის ფარგლებში წელსვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. რაც მაჭახელას ხეობაში არსებული ხიდის რეაბილიტაციას, ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის რესტავრაციას. ასევე, „მაჭახელას თოფის გზის“ ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

„ეთნოსოფელი“ გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც გულისხმობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტის განხორციელების მიმდინარეობას გაეცნო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.