თბილისის მერია “ვაკის პარკის” კასკადის და შადრევნების რეაბილიტაციაზე 13.5 მლნ-ს დახარჯავს

347

თბილისის მერია ვაკის პარკის კასკადის და შადრევნების რეაბილიტაციაზე 13.5 მილიონ ლარს დახარჯავს – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უნდა დაასრულოს.

“დაფინანსების წყარო – 2021-2022-2023 წ.წ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით.
2021 წელი – 3 000 000,00 ლარი;
2022 წელი – 7 841 854,00 ლარი;
2023 წელი – 2 610 352,00 ლარი,” – ნათქვამია ტენდერის პირობებში.

მერიის მიერ მომზადებული პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტედენტს 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს მინიმუმ 13.5 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.