ლანჩხუთში საარჩევნო სუბიექტებმა ქცევის კოდექსს მოიაწერეს ხელი

758

“ევროპული საქართველოს” ლანჩხუთის ორგანიზაციისა და მერობის კანდიდატ ამირან გიგინეიშვილის მიერ შეთავაზებულ ქცევის კოდექსს ლანჩხუთში მოქმედმა საარჩევნო სუბიექტებმა ხელი მოაწერეს. ქცევის კოდექსის თანახმად, საარჩევნო სუბიექტები იღებენ ვალდებულებას, რომ არ მოისყიდიან ამომრჩეველს, არ ჩამოხევენ სხვის პლაკატებს, არ მიაყენებენ შეურაცხყოფას ოპონენტებს და ა.შ.

ქცევის კოდექსის ხელმომწერები არიან: “ევროპული საქართველო” , “ახალი საქართველო”, “ქართული ოცნება”, “ბურჯანაძე-დემოკრატები” და “პატრიოტთა ალიანსი”.  გიგინეიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა “ნაციონალურმა მოძრაობამ”.