პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშენდება გუდაურის შემოვლითი გზა, რომლითაც გუდაურში თბილისიდან ჩასვლა მხოლოდ 1 საათში იქნება შესაძლებელი.
პრემიერის თქმით, ეს გზა გუდაურს ევროპული ტიპის კურორტად აქცევს.
„აშენდება გუდაურის შემოვლითი გზა, რომლითაც გუდაურში 1 საათში იქნება შესაძლებელი ჩასვლა თბილისიდან, რაც განტვირთავს მას და აქცევს ევროპული ტიპის კურორტად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, გზა 5-კილომეტრიანი იქნება.
„ გუდაურს უკეთდება ახალი, 5-კილომეტრიანი დაერთების გზა და გუდაურში ბევრად კომფორტულად, უსაფრთხოდ და დაცულად მივალთ. ეს არის გუდაურის შესაძლებლობა განვითარებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.