საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მასა და მის გუნდს ხანდახან უკვირს, თუ რა მასშტაბური პროექტებია საქართველოში განხორციელებლი. ამის შესახებ კუჭავამ საჩხერის მერობის კანდიდატის წარდგენისას თქვა. წერს on.ge
“ხანდახან ჩვენც გვიკვირს ხოლმე, გვისაუბრია, ამა თუ იმ რეგიონში ჩავდივართ, თუ რა პროექტები და რა მასშტაბის პროექტებია განხორციელებული და თვითონ ციფრები მეტყველებს ამაზე, ნამდვილად საამაყოა”, — აღნიშნა კუჭავამ.
მსგავსი შინაარსის განცხადება გუშინ, პირველ სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა. მისი მტკიცებით, ქართული ოცნება ჩატარებული სამუშაობით “მართლაც გაოცებულია”.