სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩისა და სოფლის სასაფლაოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

274

სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩისა და სოფლის სასაფლაოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თეთრი გიორგის ქუჩის მიმდებარედ, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

„აღნიშნული ხიდი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან, სოფლის სასაფლაოზე მოხვედრა მხოლოდ ხიდის გავლით არის შესაძლებელი. რეაბილიტაციის დაწყებამდე, ხიდს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ ექსპერტიზა ჩაუტარდა. დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა ხიდის ავარიული მდგომარეობა და გადაუდებელი რეაბილიტაციის საჭიროება.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ხიდზე არსებული თაღის გამაგრება სპეციალური საყრდენების საშუალებით, ასევე, დაგეგმილია გაფართოებული სავალი ნაწილი და შესაბამისი ზღუდარების მოწყობა. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რეაბილიტაციისას, ხიდის პირვანდელი იერსახე შეძლებისდაგვარად შეუნარჩუნდება.

თეთრი გიორგის ქუჩის მიმდებარედ, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 200 000 ლარს შეადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.