გორში ჭანტურიას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პროექტის მიხედვით, ქუჩის ორივე ნაწილზე განხორციელდება ტროტუარების რეაბილიტაცია ეზოებში შესასვლელების მოწყობით, ხოლო სამანქანე გზის რეაბილიტაცია – ბაგრატიონის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე.
პროექტი ითვალისწინებს, ასევე მე-4 საჯარო სკოლასთან არსებული ავტოპარკინგის რეაბილიტაციას, არსებული გაზონების დაზიანებული ბორდიურების დემონტაჟსა და ახალი ბორდიურების მოწყობას.
დაგეგმილია ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობაც, საგზაო ნიშნების, სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნებისა და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მონტაჟიც.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 428 000 ლარია, შპს ,, საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ ახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.