“შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი თენგის შერგელაშვილი აცხადებს, რომ თუ მერი გახდება, აუცილებლად დაიწყებს ტრამვაის ხაზების გაკეთებას.
როგორც მერობის კანდიდატმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, ტრავმაის პირველ ხაზს დელისი-ჭავჭავაძე-რუსთაველი-ორთაჭალის მიმართულებით გააკეთებს, რომლის ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 250 მილიონი იქნება.
“ტრავმაის რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ექსპერტების მიერ გასაზღვრული სავარაუდო მშენებლობიდან ერთი მარშრუტის მშენებლობას განვახორციელებთ. როცა ამას ვამბობ, ძვირია თუ იაფია, ამას ჰაერზე არ ვლაპარაკობ. ოთხი წლის განმავლობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვიყავი. ის კვლევა, რომელიც ურბანული განვითარებას შეეხებოდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-მა – მუნიციპალური განვითარების ფონდმა გააკეთა. ვიცი პროცესი როგორი იყო, ასევე საფინანსო ინსტიტუტების დამოკიდებულება. ასეთი პროექტების განხორციელების გამოცდილება მაქვს”, – განაცხადა შერგელაშვილმა.
მერობის კანდიდატის თქმით, ტრავმაის ხაზის მშნებლობა დელისიდან ორთაჭალის მიმართულებით გაკეთდება, რომლის ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 250 მილიონი იქნება, თუმცა ეს დედაქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 20%-იანი თანადაფინანსებით გაკეთდება. დანარჩენი ხარჯები კი სხვა რესურსებით იქნება მობილიზებული.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარშრუტი დაიწყება დელისიდან, გამოივლის ჭავჭავაძეს, რუსთაველსა და წავა ორთაჭალის მიმართულებით. საბოლოო ჯამში ამით არ უნდა დასრულდეს, ჩვენ უნდა შევქმნათ რამდენიმე კარგი სატრანზიტო დერეფანი. როგორც გრძივი, ასევე განივი. 4 წელიწადში ყველაფერს ვერ მოასწრებ. ამ დიდი გეგმიდან პირველი იქნება ამ სატრანზიტო დერეფნის შექმნა.
ძალიან უხეში დათვლებით დაახლოებით 250 მილიონი ლარი დაჯდება, მაგრამ თბილისის ბიუჯეტს ალბათ სადღაც 20%-იანი თანადაფინანსების ფარგლებში დაუჯდება. ამისთვის სხვა რესურსები უნდა იყოს მოძიებული. როგორც საკრედიტო, ისე საგრანტო რესურსები და ეს საკმაოდ რეალისტურია”, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
გაეცანით თენგიზ შერგელაშვილის საარჩევნო პროგრამას სრულად.
წყარო: აიპრესი