თბილისის მერია 5.6 მლნ ლარით ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს

675

თბილისის მერია 5.6 მილიონი ლარით ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია “დინ გრუპს” უკვე გაუფორმდა. ტენდერში სავარაუდო ღირებულება 6,090,000 ლარი იყო. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელმა კომპანიამ სამუშაოები ერთი წლის ვადაში უნდა დაასრულოს. ამასთან, მას დაფინანსების 35% 2021 წელს, 65% კი 2022 წელს ჩაერიცხება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრზე 1680 მეტრია.

შესყიდვების სისტემის თანახმად, “დინ გრუპის” გარდა ტენდერში სხცა კომპანიებიც – შპს “ცეკური” და შპს “მამისონი” მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ გამზირის რეაბილიტაციის მიზნით, წინა ტენდერი მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა, თუმცა როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვა არ შედგა, რის შემდეგაც მისი სავარაუდო ღირებულება 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა.