თბილისში მაჩაბელის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

541

მთაწმინდის რაიონში სკვერებისა და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია სოლოლაკში, მაჩაბლის ქ. N3-ში არსებულ სკვერს ჩაუტარდა.

“სამუშაოების შედეგად, სკვერში მოეწყო სხვადასხვა სახის საბავშო ატრაქციონი, განათების და სარწყავი ქსელი. ასევე, განთავსდა საპარკე ფურნიტურა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 173 694 ლარია გამოყოფილი.

„არსებულ სკვერში ინფრასტრუქტურა სრულად მოუწესრიგებელი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად ვერ იყენებდა მას. ახლადრეაბილიტირებულ სკვერში კი, სივრცე ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. რაც მთავარია, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო. გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს არცერთი უბანი დარჩეს მსგავსი სივრცის გარეშე, შესაბამისად რეკრეაციული თუ მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ.