ახმეტელის ქუჩაზე სკვერი მოეწყო, რომლის ფარგლებშიც 900 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა, – აცხადებენ დიდუბის რაიონის გამგეობაში.
მათივე ცნობით, სივრცეში განთავსდა საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები და პატარებისთვის მოეწყო სათამაშო ზონა.
ამასთან, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სპეციალურად გამოყოფილ თარგებში დაიგო რულონური ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები.
“მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მ.მ“ განახორციელა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 144 757 ლარი გამოიყო”, – განმარტავენ გამგეობაში.