EBRD-ის 300-მილიონიანი სესხით მერიამ 200 ავტობუსი უნდა შეიძინოს და ახალი დეპო ააშენოს

355

თბილისი გაზზე მომუშავე 200 ავტობუსის შესაძენად და ახალი საავტობუსე დეპოს მოსაწყობად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 83 მილიონი ევროს ანუ დღევანდელი ღირებულებით 312 მილიონი ლარის სესხის აღებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას თავად EBRD აქვეყნებს.

EBRD-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წარმოდგენილი პროექტით 18 მეტრის სიგრძის CNG საწვავზე მომუშავე 200 ავტობუსის შეძენა და ახალი დეპოს აშენება უნდა მოხდეს, თუმცა გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის დეტალური სახით მითითებული თუ რა არის ავტობუსების შესყიდვის და დეპოს მშენებლობის სავარაუდო ღირებულება.

შესაბამისად, უცნობია თუ რა არის ერთი ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, bm.ge-იმ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართა.

EBRD-ის ვებგვერდის თანახმად, პროექტის სახელია “თბილისის ავტობუსები ფაზა 3”, ჯერჯერობით, ეს სასესხო შეთანხმება დამტკიცებული არაა, მისი დამტკიცების საბოლოო თარიღად 2021 წლის 24 ნეომებრი არის განსაზღვრული. სესხის გამოყოფის შემთხვევაში საქართველო მას ორ ტრანშად მიიღებს, პირველი ტრანში – 70 მილიონი ევრო, მეორე ტრანში კი 13 მილიონი ევრო იქნება.