„გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პრემიერმინისტრს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით თავისი შეკითხვა შეახსენა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს დიდი რაოდენობით მეტალების საბადოები, ნახშირი და სხვა, რომელთა საერთო ღირებულება, მისი დაანგარიშებით 144 მილიარდი დოლარია.
„იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი გამოვიარეთ, არაფრის მესაკუთრეები არ ვიყავით, ჩვენ უბრალოდ არ ვფიქრობთ ისეთ რამეებზე, რომელსაც უზარმაზარი ფასი აქვს.
ჩემი ოცნება ახდა და პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს მოსახლეობას ვუთხარი რისი მეპატრონეები არიან. მგონი, დადგა დრო, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ისინი არიან ძალიან მდიდრები და ნებისმიერი დაბადებული ბავშვი, მხოლოდ იმ ვალებით კი არ იბადება, რომელიც ჩვენ ავიღეთ, არამედ ისინი იბადებიან მემკვიდრეობით, რომელიც მათ მშობლებს არ მოუთხოვიათ არასოდეს, შესაბამისად ვერ გადაუციათ თავისი შვილებისთვის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ოპოზიციონერ დეპუტატს ასევე მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს საქართველოში მდებარე ციხე-სიმაგრეების პრივატიზაცია, რომ არ დაინგრეს და მათ ჰყავდეს ისეთი პატრონი, ვინც შეიძლებს ამ ქონების მიხედვას და მათ გაცოცხლებას.