დიდი დიღმის მოსახლეობამ რეკრეაციული სივრცის მოწყობის მოთხოვნით აქცია გამართა

487

დიდი დიღმის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მეორე მიკრორაიონში მცხოვრები მოქალაქეები სკოლა “ფესვების” მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის შექმნას მოითხოვენ და ადგილზე დაგეგმილ დახურული სტადიონის მშენებლობას აპროტესტებენ.

როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ აღნიშნული მოთხოვნით თბილისის მერიასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ისინი პროტესტის გაგრძელებას მანამდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

“ვითხოვთ ამ ზონის დაცვას და გადარჩენას, კეთილმოწყობას, 2018 წელს “შენი იდეა მერს” შევიტანეთ განცხადებები, ფაქტობრივად, ფინალშიც გავედით ამ იდეის მოთხოვნით, რომ აქ პარკი ყოფილიყო, მაგრამ საკითხი განუხილველი დარჩა. სამაგიეროდ, მოიფიქრეს, რომ კორპუსების შუაგულში დახურული სტადიონი აგვიშენონ. ახლოს სხვა რეკრეაციული სივრცე არ არის, აქ, როდესაც ადგილმონაცვლეობა არ არის საჭირო და ამის საშუალება გვაქვს, ფაქტობრივად ახლა გვართმევენ. ჩვენ ვითხოვთ ადგილმონაცვლეობას, რომ ამ პროექტს ადგილი შეუცვალონ”,-განაცხადა დიდი დიღმის საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ელენე მეჩიტოვამ.