გამყრელიძე: ”კომენდანტის საათის” მოხსნის საკითხი დღეს არ განხილულა

440

”კომენდანტის საათის” მოხსნის საკითხი დღეს არ განხილულა – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდვითარება და ყველა ინდიკატორი  უმჯობესდება, მაგრამ ნელი ტემპით.

”მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები უმჯობესდება, სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. დავაკვირდებით კიდევ ერთი კვირა, ათი დღე ეპიდსიტუაციას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კი ივნისის ბოლოს არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული რეგულაციების შემდგომი შემსუბუქება.

”ჯერ-ჯერობით უნდა დავაკვირდეთ და შევინარჩუნოთ კლებადი ტენდენცია, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს. ძალიან საყურადღებო და საფრთხილოა ახალი შტამები, ასევე მნიშვნელოვანია ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი, რომელიც ცოტათი შემცირდა.

თვის ბოლომდე ვნახოთ რა სურათი გვექნება და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. სხვა დანარჩენი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით” – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კვლავ ძალაში რჩება 23:00 საათიდან დილის 4 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.