რა არის საჭირო ქალაქის საცობებისგან განტვირთვისთვის – ირაკლი ხმალაძის განმარტება

270

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რა მიგვიყვანს იქამდე, რომ ქალაქი განიტვირთოს საცობებისგან ეს არის: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის მოწესრიგება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მისი მოხმარების ზრდა და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარების მკვეთრი შემცირება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება-განახლება საკმარისი არ არის, ეს შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, მათ შორის ზონალურ-საათობრივი პარკირებისგან, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, საავტომობილო ზოლების დამატება და ცხადია, მეტროპოლიტენის სისტემის მოწესრიგება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს კომფორტული და სწრაფი გადაადგილების საშუალება, უფრო კომფორტული, ვიდრე კერძო სატრანსპორტო საშუალება. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევძლებთ, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, მხოლოდ აქედან დაიწყება საცობების შემცირება ქალაქში“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.