ხოჯევანიშვილი: ძალიან მძიმეა, რომ ოკუპაცია ჯერ ისევ მთავარ გამოწვევად რჩება

348

გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, გუშინ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობიდან 103 წლისთავთის გასვლა მიულოცა. როგორც ხოჯევანიშვილი პოსტში აღნიშნავდა, ძალიან მძიმეა, რომ ოკუპაცია ჯერ ისევ მთავარ გამოწვევად რჩება.

“103 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თავისუფლება – სწორედ ეს არის ის უმთავრესი ღირებულება, რომლისთვის ბრძოლასაც ყოველთვის აქვს აზრი. ძალიან მძიმეა, რომ ოკუპაცია ჯერ ისევ რჩება უმთავრეს გამოწვევად, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება”, – ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.