გორის მუნიციპალიტეტში, სკრასა და ზემო ხვითში მინიმოედნები მოეწყობა

700

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრასა და სოფელ ზემო ხვითში მინიმოედნების მოსაწყობად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ორივე სოფელში მოედნების მოსაწყობად 145 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სკრაში აღნიშნული სამუშაოებისთვის 42 920 ლარია გათვალისწინებულია. შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.

ხვითში მინი მოედნის მოწყობას 102 130 ლარი მოხმარდება. სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები 2 თვეში უნდა დასრულდეს.