„ლელომ“ პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნა, რომელსაც სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შეუერთდნენ

706

„ლელომ“ პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნა, სახელწოდებით „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“.

7-წევრიანი ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა და „ლელოს“ წევრების გარდა მასში სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე გაერთიანდნენ.

„ეს ფრაქცია იქნება გარანტორი, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭერილი ამ ფრაქციის მიერ“, – განაცხადა ფრაქციის წარდგენისას „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.