გორში, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას სააღდგომო შეზღუდვების შემდეგ, 13 მაისიდან განაახლებს. სააგენტოს ცნობით, მგზავრობა, ჯერჯერობით, ისევ უფასო იქნება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“ამ ეტაპზე, ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის როდიდან გახდება ფასიანი მგზავრობა. გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ” ,- განმარტავს მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანი გოგებაშვილი.
როგორც ცნობილია, გადახდის სისტემას ავტობუსებში “თი-ბი-სი” ბანკი ამონტაჟებს. გადახდა პლასტიკური ბარათების საშუალებით მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრობის საფასური 50 თეთრი იქნება.