დიდ დიღომში, ექვთიმე ხელაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

659

დიდ დიღომში, ექვთიმე ხელაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის შედეგად, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყობა. ამჟამად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ეს არის N186 საჯარო „მეგა“ სკოლასთან მისასვლელი გზა, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა და სწორედ ამიტომ პრიორიტეტული იყო ამ ქუჩის კეთილმოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – აღნიშნა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კომპანია „L&L“ ასრულებს.