გორის მუნიციპალიტეტს დენდროლოგი არ ჰყავს. ეს პოზიცია კეთილმოწყობის სააგენტოში ვაკანტურია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მაკრახიძე აცხადებს, რომ საჭირო კადრებს სამსახურში ახალი ხელმძღვანელი მიიღებს.
2014 წლიდან ეს პოზიცია ზვიად ოგიენკოს (პროფესიით ავტოინჟინერი) და კობა ივანიძეს (პროფესიით სტომატოლოგი) ეკავათ, თუმცა დღეს ისინი კეთილმოწყობის სააგენტოში აღარ მუშაობენ და ამ პოზიციაზე არც არავინ დაუსაქმებიათ.
“ვეძებთ დენდროლოგებს, არ გვყავს. ადრე ვინც მუშაობენ ამ პოზიციაზე ისინი წავიდნენ. არ ვიცი ვაკანსია გამოცხადდება თუ რა სახით მოხდება მათი შერჩევა, ალბათ ახალი უფროსი რომ დაინიშნება ის მიიღებს გადაწყვეტილებას”, – ამბობს კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე მაკრახიძე.