კერძო ბაღებს შეუძლიათ მთავრობის მიერ გამოცხადებულ უქმეებზე იმუშაონ – ამის შესახებ “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს” საქართველოს ბაგა-ბაღების ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა.
პავლე ქალიაშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელებს საშუალება აქვთ არჩევანი თავად გააკეთონ. 4-დან 12 მაისამდე გამოცხადებულ უქმეებზე სასწავლო პროცესს განაგრძობენ, თუ დაისვენებენ.
რაც შეეხება საჯარო და კერძო სკოლებს. ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებები ისვენებენ.
სკოლებში ხვალ, 30 აპრილს არდადეგები იწყება, რომელიც 3 მაისის ჩათვლით გრძელდება, შემდეგ კი მოსწავლეები ”უქმეების” ფარგლებში დაისვენებენ.
29 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია 14 სკოლა და 10 ბაღი. სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასულია 37 კლასი.