გორში, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებებზე საინფორმაციო ეკრანების მონტაჟის პირველი ეტაპი მაისში დასრულდება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ეკრანები 40 ლოკაციაზე განთავსდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“გორში, ავტობუსის გაჩერებაზე, 40 ლოკაციაზე, „თBჩ” ბანკი დაამონტაჟებს საინფორმაციო ეკრანებს. ეს ექსკლუზიური უფლება ბანკმა 2020 წლის ბოლოს მერიაში გამართულ ღია კონკურსში მოიპოვა, სადაც 6 ბანკი მონაწილეობდა” , – განმარტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, ხელშეკრულება მერიასა და ბანკს შორის გაფორმებულია 5 წლის ვადით.
ინფორმაციისთვის, საინფორმაციო ეკრანებზე განთავსდება ინფორმაცია ავტობუსების განრიგის შესახებ. მგზავრები ამ ეკრანებიდან გაიგებენ, თუ რამდენ წუთში მოვა მათთვის სასურველი ნომერი ავტობუსი.