ხმალაძე: წლების განმავლობაში გეგმარებითი გადაწყვეტილებების პროცესში ძალიან ბევრი არასწორი პრეცედენტია დაშვებული

349

ცუდია ის, რომ წლების განმავლობაში დაშვებულია ძალიან ბევრი არასწორი პრეცედენტი გეგმარებითი გადაწყვეტილებების პროცესში. მხედველობაში მაქვს პრეფერენციული პირობების მიცემა სამშენებლო კომპანიებისთვის: კერძოდ, ისეთ ადგილას მშენებლობის ნებართვის გაცემა, სადაც არ არის მიზანშეწონილი. ისეთი სიმაღლის და გაბარიტის შენობის დამტკიცება, რომელიც გარემოს და ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებსა და უფლებებს ლახავს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, მსგავსი ძალიან ბევრი გადაწყვეტილებაა მიღებული.

„ამის შემდეგ ის კომპანიები, რომლებიც ფლობდნენ პრეფერენციულ პირობებს, ორ ნაწილად დაიყო: ერთი, ვინც მოასწრო ამის გაკეთება და უკვე ააშენეს და დაასრულეს და მეორე, ვისაც ჩვენ მივუსწარით“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, სანებართვო პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. „ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი ძალის მქონე დაპირება და თითოეული ასეთი, უკვე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა ჯერ ერთი რთულია და შემდეგ, ძალიან ძვირი ჯდება“, – განაცხადა ვიცე-მერმა.