თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განმარტა, რა სამუშაოები ჩატარდა ვაშლიჯვრის ფერდზე, მეწყრულ ზონაში ბოლო კვირების განმავლობაში.
„ბოლო კვირების განმავლობაში დიდი მოცულობის მიწის მასა მოვხსენით, რაც გულისხმობს მეწყრის ტანის შემცირებას. ამის მიზანი იყო, რომ უშუალოდ მეწყრული არეალიდან შეძლებისდაგვარად მოგვეხსნა დატვირთვა. გარდა ამისა, მოჭრილი მიწის მასით შეიქმნა ე.წ. წინაღობე, კონკრეტული ჭაბურღილები გაკეთდა, სადაც ცემენტიზაცია განხორციელდა. ამის მიზანი იყო, რომ ხახუნის ძალა კიდევ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა. ასევე დავაყენეთ დეტალური მონიტორინგის სისტემა და შესაძლებლობა გვაქვს, მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ იქ არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ბენდელიანმა.
მისივე თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე მონიტორინგის შედეგად რისკები შემცირებულია.