ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტოპარკი შენდება

527

ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტოპარკში მოეწყობა ღია სადგომი 80 ავტობუსისთვის, ადმინისტრაციული და ტექნიკური მომსახურების სერვის-ცენტრის შენობები. პროექტის ღირებულებაა 2 მილიონ 640 ათასი ლარი, სამუშაოებს შპს „სკაი ჰაუსი“ ასრულებს.

ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ავტობუსი უკვე გადასცა 6 ქალაქს. 60 ერთეული ავტობუსი გადაეცა ქუთაისს, რუსთავს – 40, გორს – 30, ზუგდიდს – 25, თელავსა და ფოთს – 10-10 ავტობუსი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მოიცავდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შეძენას. კონტრაქტის საერთო ღირებულებამ 18.7 მილიონი ევრო შეადგინა.