დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
დუშეთის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება, რომელსაც “მეტალ+“ აწარმოებს, 604 875 ლარს შეადგენს.
“პროექტის დასრულების შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები და აღსაზრდელები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებენ სწავლას და მუშაობას”, -ამბობენ მერიაში.
როგორც დუშეთის მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.