ვაკის რაიონში დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. თბილისის მერიის განცხადებით, ზონალური პარკირებისთვის ვაკის რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის 1 577 ადგილია გამოყოფილი, შშმ პირთათვის 47 ადგილი, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული. „ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაკის რაიონში შემდეგნაირად გადანაწილდა: ილია ჭავჭავაძის გამზირი - 41 ადგილი; ატენის ქუჩა - 12 ადგილი; ნინო რამიშვილის ქუჩა - 8...
პანდემიის პირობებში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტით განსაზღვრული ფინანსები უცვლელი დარჩა და მას თანხები არ მოჰკლებია. ამის შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქ მიმართვისას“ განაცხადა. კახა კალაძემ უსაფუძვლო უწოდა ოპონენტების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საახალწლო განათებების ხარჯები, თითქოს, მერიის სოციალურ პროგრამებს მოაკლდა. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერია ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებს უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს. „ძალიან ბევრი იწერება იმაზე, რომ იმ თანხებით, რაც...
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 21 ნოემბერს იმართება, 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდება, – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ორგანიზაციის ცნობით, „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია მეორე ტურზე ლიმიტირებული იქნება, უკონკურენტო საარჩევნო გარემოსა და კორონავირუსის შემთხვევების დრამატულად ზრდის მიზეზების გათვალისწინებით. „როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე. მიუხედავად...
თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას ჩაბნელებული კიკვიძის პარკიდან, Facebook live-ის საშუალებით უპასუხა. მან მოქალაქეებს მიმართა და ჰკითხა - "მოსწონთ თუ არა სიბნელე", შემდეგ კი პარკი გაანათა და თქვა, რომ საახალწლოდ თბილისის ისეთივე ლამაზი იქნება, როგორიც გასულ წლებში იყო. კახაძის თქმით, წელს დედაქალაქი, პანდემიის გამო, საახალწლოდ უფრო მოკრძალებული, თუმცა, მაინც ულამაზესი იქნება. „ახლა ვიმყოფებით კიკვიძის პარკში, რომელიც წელს რეაბილიტირდა, სრულად...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი განმარტავს, რომ ოპოზიციის ძირითად მოთხოვნად რჩება ახალი არჩევნების ჩატარება, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მან 21 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ყველანაირი პროტესტი კონსტიტუციისა და თავისუფლების გამოხატვის ჩარჩოებში იქნება. „სტრატეგია არის ძირითადი და ერთი, რაც ეხება სწორედ ახალი არჩევნების მოთხოვნას, საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტპატიმრების საკითხს, ტაქტიკურად, რომელი აქცია რა ფორმით დაიგეგმება, ეს ბუნებრვია, საერთო...
21 ნოემბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება. საზოგადოების დროულად ინფორმირების მიზნით, ცესკო ბრიფინგებს რამდენიმე საათში ერთხელ ჩაატარებს და გაავრცელებს ინფორმაციას როგორც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის, ისე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. 21 ნოემბერს 07:00 სთ-იდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2-51-00-51) და ონლაინ ჩატი. ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა მიიღოს პასუხი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 08:30 სთ. 12:30...
რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ცესკოს გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი მეგობრები. ისინი ეძებენ გამოსავალს,- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ მიღწეული იქნას ისეთი ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. “ჩვენი მეგობრები დაინტერესებულები არიან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ამ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა...
საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ - „შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“, არამედ ახლა უნდა იმუშაოს ყველამ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჰუბერტ ქნირში ფიქრობს, რომ ძალიან კარგია ის მოლაპარაკებები, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას...
აჭარის რეგიონში ვერავინ შეძლებს მოქალაქის ხმის მიცემის უფლების დაზიანებას,- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ "სირცხვილის კორიდორის” მოწყობას საარჩევნო უბნებზე. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაბამის რეაგირება იქნება. "დაანონსებული სამარცხვინო გადაწყვეტილება მინდა შევაფასო. ამომრჩეველზე ზემოქმედება გახლავთ სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაული, ეს მხოლოდ სამართლებრივ ფორმალურ ჭრილში თუ ვიმსჯელებთ. პოლიტიკურად - უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ვერავინ...
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მტკნარი სიცრუეა ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტს შეუძლია ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს. ინაშვილის შეფასებით, აღნიშნული საკითხი ირაკლი კობახიძის მხრიდან „არაკომპეტენტურობის გამოხატულობაა“. როგორც მან აღნიშნა, არავის არ აქვს უფლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ადამიანი დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში. „ირაკლი კობახიძე არის მატყუარა, ძალიან მდაბიო ცილისმწამებელი, არჩევნების გამყალბებელი. მე მახსოვს, არჩევნების ასეთი გამყალბებელი იყო თინა ხიდაშელი, რომელიც საგარეჯოს...
აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო, სადაც მთავრობის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. ისინი მთავრობის სახლში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, მას კანონით მინიჭებულ უფლება აქვს, რომ მთავრობის სახლში შევიდეს და სხდომას დაესწროს, თუმცა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს. „კანონში იცით რა წერია? მე მაქვს უფლება...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს. როგორც კობახიძე აცხადებს, „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“. მისივე მტკიცებით, „ პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“. ამ კონტექსტში კობახიძე განმარტავს, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს, ხოლო კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო...
წინა სტატია ელჩებს იმისთვის არ ვხვდებით, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, „პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება“ და პროცესში ჩართულობით ელჩები კომპრომისის მონახვას ცდილობენ. „გაიმართა ერთი-ერთზე შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან. კრიზისი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობა. ეს კრიზისი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ არასდროს საქართველოში არ მოხდეს არჩევნების...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობა სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. საბანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 21 ნოემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას,...
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრა დაიწყო. კარლ ჰარცელს პირველი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხვდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერებთან ცალკ-ცალკე შეხვედრა დიპლომატიურ პრაქტიკაში აპრობირებული ფორმატია. "მე ყოველთვის დიდი უხერხულობა მიპყრობს ასეთი შეხვედრების დროს, რადგან 30 წელია დამოუკიდებლები ვართ, ქაღალდზე მაინც და არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, არ ისწავლეს, არ უნდათ, რომ ერთი ხმა იყოს ერთი და 10 ხმა იყოს...
დუშეთის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დუშეთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 535 470 ლარია, ხოლო პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. „ვაჟა-ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამორტიზებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც შიდა, ისე გარე ნაწილში ტარდება. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დუშეთის N1 სკოლაში ამჟამად ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს, რომლებიც, სარეაბილიტაციო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ