დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებლია, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და დაემატოს წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მკაცრი მასშტაბით.
გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებებს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.
„აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სალონების მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განხილვა არ ყოფილა.
როგორც მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, შეზღუდვებთან დაკავშირებით ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენადაა შესაძლებელი რეკომენდაციების დაცვის კონტროლი.
„საბჭოსთვის რამდენიმე პაკეტი გვაქვს წარდგენილი, რომელიც არის საშუალო, მსუბუქი და ძლიერი, რაც აისახება ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში. ბიზნესის ინტერესებს და მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს ვითვალისწინებთ, აქედან გამომდინარე ჩვენი მოთხოვნა დამყარებულია...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მობილიზება, რაც ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის იქნება საჭირო.
„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროცესში იმ დროიდან, როგორც კი ეს ყველაფერი გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვახორციელებთ დამატებით ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზაციას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტიზაციისთვის და შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით გადანაწილებისთვის. იმ თარიღში,...
ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი ეკონომიკასა და ეპიდემიის მართვას შორის - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„შეგახსენებთ გაზაფხულს, როცა ბევრად უფრო მკაცრი შეზღუდვები დავაწესეთ, ჩვენ მაშინაც კი არ გაგვიჩერებია ეკონომიკის რიგი დარგები, რომელთაც ამ სფეროს ზრდაში წვლილი შეჰქონდათ. მაშინაც ვეცადეთ, რომ არ შეგვეჩერებინა სამშენებლო აქტივობა, რომელიც მხოლოდ ეკონომიკისთვის...
ჩვენ აქტიურად ვისმენთ ინფორმაციას, მათ შორის, თქვენი მედიასაშუალებებითაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში და ვინაიდან ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომლებიც იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტასა და გავრცელების შენელებაზე და მეორეს მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს სხვადასხვა სექტორს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო...
ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებული გვაქვს 7363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952, განთავსებულია 5741 პაციენტი, ტრიაჟში გადასანაწილებლად-სასტუმროში გადავა პაციენტი, კლინიკაში დარჩება თუ ბინაზე გაივლის მკურნალობას, ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ ჯანდაცვას ოქტომბრის თვეში 3300 საწოლი...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ასე გამოეხმაურა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
ტიკარაძის თქმით, ახლა ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მას აქვს.
„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს”, - განაცხადა ტიკარაძემ.
ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები ვირუსის გავრცელების წყარო იყო.
„ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში საარჩევნო და მის შემდეგ. მე არ ვგულისხმობ აქ არჩევნების დღეს. მე ვგულისხმობ, იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს და აქციებს, რომლებიც კი არ მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს პირბადის გამოყენებისკენ, პირიქით მოუწოდებდნენ დაუმორჩილებლობისკენ....
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ყანდაურასა და ბადიაურის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად მსურველებს წინადადებების წარდგენა 9 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.
ორი სოფლის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მოეწყობა სატუმბო სადგური, რეზერვუარები, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი და გამრიცხველიანდება მოსახლეობა.
„დღეის მდგომარეობით, სოფელ ყანდაურასა და ბადიაურში არ არსებობს ცენტრალიზებული...
"ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მოწოდება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჯერად ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რადგან “კომპრომისი ორმხრივია".
"ამ მოწოდებებში ახალი და მოულოდნელი არაფერია. ჩვენ ეს პოზიცია წინასწარ გვქონდა გათვალისწინებული. ჩვენ გვესმის ჩვენი პარტნიორების და პატივს ვცემთ მათ პოზიციას. ასევე, პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩევლებს. ამიტომ, მივიჩნევთ, რომ არ შეიძლება "ქართულ ოცნებას" და საქართველოს მთავრობას შერჩეს,...
პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, დღეს ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.
მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და მათი მოთხოვნებიც უცვლელია.
„ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება. ამის გარშემო არის გაერთიანებული დღეს ოპოზიციური სპექტრი. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ე.წ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს გვექნება საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ პირობების ერთგული...
ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უწყებათაშორის საბჭოს, დღეის მდგომარეობით, შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.
ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"სამწუხაროდ, როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, გუშინაც ან დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული...
ჩემს მხარდამჭერებთან ერთად დავირაზმები საჩხუბრად, რომ ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით არ ჩაატარონ სხდომა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორ ელისაშვილმა აღნიშნა, დიდი უპასუხისმგებლობაა კრიზის გაჭიანურება, სხვა უფრო დიდი კრიზის ფონზე, წალეკილია, ჯანდაცვის სისტემა არ გვაქვს.
„ჯანდაცვის და პრემიერ-მინისტრები დადიოდნენ თავაღერილები მთელი რვა თვე და ჭკუას არიგებდნენ დანარჩენ მსოფლიოს, რა მაგარი კრიზისმენეჯერები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ არაფერი გაუკეთებიათ. სხვას არ კითხეს, თვითონ არ იცოდნენ, ტრაბახში...
ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგში განვიხილავთ იმ შესაძლო შეზღუდვებს, რომელიც ერთის მხრივ აუცილებელია ვირუსის გავრცელების შენელებისთვის და მეორეს მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ბიზნესს, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და არც ეკონომიკური განვითარება არ იძლევა საშუალებას,...
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 24 ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ მან "აბაზა ტვ-ს" განუცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მოსახლეობის კორონავირუისისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი მიიღებს.
ცახნაკიას პროგნოზით, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კარანტინი იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, ასევე, მოსალოდნელია სხვა რეგულაციების გამკაცრებაც.
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, სოხუმმა 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით დამატებითი შეზღუდვები დააწესა,...
გორში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.
"დღეს დავიწყეთ წინა წლებში შეძენილი განათებების მონტაჟი, რაც შეეხება ახალი განათებების მონტაჟს, ის ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება", - ამბობენ გორის მერიაში.
ინფორმაციისთვის, გორში საახალწლო განათებების შეძენია და მონტაჟისთვის გორის მერიას ტენდერები აქვს გამოცხადებული. სამუშაოებისთვის საერთო ჯამში 130 000 ლარამდე დაიხარჯება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































