ქუთაისის ახალდარჩეულმი მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქის პირველი პირის რანგში მუშაობას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის დაწერიდან მე-11-ე დღეს შეუდგება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
"ყველანაირი საარჩევნო პროცედურა უნდა დასრულდეს, იგივე კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების ვადაც არის გასათვალისწინებელი, თუმცა, საბოლოოდ, დამოკიდებულია საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯემებლი ოქმის გამოქვეყნებაზე. რომლის მაქსიმალური ვადა არის 21 დეკემბერი. თუმცა, შესაძლოა ამდენი დროც არ იყოს საჭირო, თუკი...
ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე უკანონო მშენებლობისთვის ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 6 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ON.GE ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვინაიდან მშენებელმა კანონის შესაბამისად მითითების ვადაში ვერ წარმოადგინა საჭირო დოკუმენტაცია, სამსახურმა გამოსცა კანონის შესაბამისი დაჯარიმების შესახებ დადგენილება.
თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ კი On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი რიგზეა და ჯარიმას გადაიხდის.
"6 000 ლარით დავჯარიმდი საკუთარი სახლის მშენებლობისთვის. არ მქონდა საბუთები შეკრებილი. პირველი, მეორე...
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, სოფელ ბოლნისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ხმათა უმრავლესობით, სოფელში სანიაღვრე არხის მოწყობა მოითხოვეს. მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, სოფელში 120 გრძივი მეტრის სანიაღრე არხის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის 20 650 ლარია გამოყოფილი.
„პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ბოლნისში სარწყავი და სასმელი...
საქართველოს მთავრობა, COVID-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ჯანდაცვის მინისტრთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყურადღება გამახვილდა დახმარებების მიზნობრიობის აუცილებლობაზე და ამ თვალსაზრისით აღინიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურ...
კონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე, იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს.
თურნავას თქმით, მთავრობის სურვილია, ეპიდემიოლოგოური ვითარების გართულებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები დაბალანესებული იყოს.
“ამავდროიულად გვინდა ერთობლივად გადავტეხოთ ის ნეგატიური ტენდენცია, რაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით გვაქვს. პარალელურად ვეძებთ გზებს, ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და მათი გაჯანსაღების ტენდენცია შევინარჩუნოთ. პარალელურ რეჟიმში, ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე,...
წინა სტატია
მომდევნო დღეების განმავლობაში, ჩვენ გვექნება ზუსტი ციფრი, თუ რამდენი იქნება 2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ აღნიშნა, რომ მისი მეთაურობით ყველაფერი კეთდება, რომ ახალი ბიუჯეტი განსხვავებული იყოს და თბილისში უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეძლონ.
„რატომღაც ოპონენტების მხრიდან ყოველი წლის ბოლოს მიზანმიმართულად ხდება, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში წარმოადგინონ, რომ თითქოს დავიღუპეთ და...
შემდეგი სტატია
მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ ავრცელებს.
მათი განცხადებით, არსებულ რთულ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს ეკისრება, რადგან მათ არ გაითვალისწინეს მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის რეკომენდაციები.
„ერთობა 2013“ მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვს. მათი თქმით, შესაძლებელია მეტრო გარკვეული პერიოდით გაჩერდეს, რათა არ...
კრწანისის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შეზღუდვა 30 ნოემბრამდე იმოქმედებს.
თბილისის მერიის ცნობით, მოედანზე „ჭკვიანი შუქნიშნებით“ კონტროლირებადი ზებრა გადასასვლელი და გამწვანების ელემენტებით, უსაფრთხოების კუნძულები განთავსდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, სრულად იქნება ათვისებული მოედანზე არსებული, გამოუყენებელი ტერიტორია და მისი მასშტაბი, რათა ქალაქში კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეიქმნას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება.
პარლამენტთან „ევროპული საქართველოსა” და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია - პერფორმანსს მართავენ.
მათ ადგილზე გოჭი მიიყვანეს და ჯორჯ ორუელის ნაწარმოების - „ცხოველების ფერმასთან“ გაავლეს პარალელი. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, პარლამენტი სამწუხაროდ, გადაიქცა ცხოველების ფერმად და აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.
„დღევანდელი ჩვენი მიზანია თითოეულ ადამიანს დავანახოთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს რეჟიმი, რომელიც იქნება საბჭოთა. ის პირდაპირ ცდილობს...
"GWP" დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს. კომპანია ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს, - აცხადებენ "GWP-ში".
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში იცვლება 1.5 კმ სიგრძის წყალსადენის და 1 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სარეაბილიტაციო...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, სამგორის რაიონში მოწყობილი ახალი სკვერის პრეზენტაცია გამართა.
კახა კალაძის თქმით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში თაყაიშვილის ქუჩაზე 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. კალაძის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოწყო გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ასევე დაირგო 484 ძირი ხე და 62 ბუჩქი.
„მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი პროექტი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში თაყაიშვილის ქუჩაზე 8000...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა - ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საბურთალოზე ზონალური პარკირების პროექტი მას შემდეგ დაიწყება, რაც საინფორმაციო ჯიხურები ვაკეში მოიხსნება.
„კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანზე, პეკინის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე ეს სისტემა ჩაშვებულია და წარმატებით მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი 20 ნოემბრიდან ამოქმედდა ვაკეში. ეს არის ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილის, აბაშიძის ქუჩები და მისი...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას, თბილისში მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების თვითნებურად მიტაცების საკითხის მოწესრიგება და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ამ მიწებზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაავალა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"დედაქალაქში ძალიან ბევრი შემთხვევაა, სადაც უკანონოდ ხდება მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამან უკვე მიიღო სისტემატური ხასიათი და...
თბილისის მერიამ ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სრული რეაბილიტაცია დაასრულა.
დედაქალაქის ბიუჯეტიდან "ადამიანი და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაციაზე, დაახლოებით, ოთხ მილიონამდე, ხოლო ჯორჯ ბუშის ქუჩისა და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონ ლარამდე გამოიყო.
თბილისის მერიის ცნობით, ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია,...
სოფელ დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წრიულ სამანქანო ზოლში ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, 25 ნოემბრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მძღოლებს ავტომობილების მობრუნება მომდევნო წრიულ ზოლში შეეძლებათ", - აცხადებენ თბილისის მერიაში.
ორი განსაკუთრებული თვე იქნება ალბათ დეკემბერი და იანვარი, როცა შეზღუდვები იმოქმედებს,- ამის შესახებ ალერგოლოგ იმონოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე, რომელსაც მინიმალური გავლენა ექნება ეკონომიკაზე და მაქსიმალურ შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ გავლენა მოახდინოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
„მსჯელობა იყო იმ საკითხებზე და იყო ღია ეს საუბარი, თუ რა იქნება ყველაზე სასურველი შესაძლო ღონისძიება, რომელიც მოახდენს ამ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































