ქუთაისის მერიასთან 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პროტესტის ნიშნად დაწვეს. ამ ფორმით მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ გააპროტესტა.
მისი თქმით, ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება. წულაიას თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა არ შემცირებულა თვითმმართველობაში დასაქმებულთა ხელფასი და ის 24 მილიონს შეადგენს.
გოგი წულაიას თქმით, მან ბიუჯეტი...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების სეპარირება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 5 დიდ სოფელში - ქვიტირში, ფარცხანაყანევში, გეგუთში, მაღლაკსა და მუხიანში სპეციალური კონტეინერები განთავსდება, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ისე ამავე სოფლებში მდებარე საჯარო სკოლებსა და ადმინისტრაციულ შენობებთან.
ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში კონტეინერების დადგმის შესახებ იმერეთის რეგიონის მედიის წარმომადგენლებს ონლაინ პრესკონფერენციაზე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა.
როგორც მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, თუ შეზღუდვები შემსუბუქდება, ეს უნდა იყოს უმნიშვნელო, მინიმალური შემსუბუქება მკაცრი კონტროლის თანხლებით.
მისივე თქმით, თუ მოქალაქეები და ბიზნესმენები ვერ მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი თვითონ უნდა აკონტროლონ, სახელმწიფოს ისევ მოუწევს ზომების გამკაცრება.
„მობილობა ტელეფონებით იზომება. ამას "გუგლი" ანგარიშობს - ტელეფონი ხომ ყველას უდევს ჯიბეში. ახლა მთავარია,...
პანდემიის გამო, თბილისის მერიამ 2020 წელს დაგეგმილი 10-მდე პროექტი, მათ შორის დიდი გამზირების რეაბილიტაცია ვერ განახორციელა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, აღნიშნულის გამო, ჯამში საკუთარ შემოსავლებში კლება 159,5 მილიონ ლარს შეადგენს.
„პანდემიის გამო, 2020 წელს, თბილისის განვითარების ფონდმა ვერ განახორციელა შემდეგი პროექტები: ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია; მტკვრის სანაპიროს კავშირები; გუდიაშვილის ქუჩისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია; ინგოროყვასა და სულხან- საბას...
თბილისში, მუხიანის აგარაკებზე, კერძოდ, 26 მაისის ქუჩაზე წყალსადინების ქსელი მოწყო, ამ ეტაპზე გამგეობა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.
თბილისის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
"დაახლოებით, 6 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი იგება და სამუშაოებისთვის 761 900 ლარამდე დაიხარჯება.
გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა განხორციელდა, სადაც ბეტონის გზა მოეწყობა. ასევე, განთიადის I შესახვევში...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღსანიშნავია, რომ...
ჩვენი პოზიციაა, რომ შეიქმნას ალტერნატიული, სახალხო პარლამენტი, ეს თემა განხილვაშია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტის ფორმირება ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის წამზომი ჩართულია, საპროტესტო აქციები კი ამ პროცესს დააჩქარებს.
„ის, რაც მოხდა დღევანდელ სინამდვილეში – ერპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ტირანი ოლიგარქის კლანი „ქართუ ბანკიდან“ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია და რომ...
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტს სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამთავრობო პროგრამის - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.
პარალელურად, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას...
რუსთავში მცხოვრებ 600-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები ეტაპობრივად დაუკანონდება, – ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სახლები, სადაც უკვე ათეული წლებია ოჯახები ცხოვრობენ, ეკონომიკის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ბალანსზეა.
ადგილობრივები ბინების დაკანონებას წლებია ითხოვენ.
ნინო ლაცაბიძის თქმით, ფართების დაკანონების პროცესი უკვე დაიწყო.
პირველ ეტაპზე, ბინები დაუკანონდება ჭყონდიდელის დასახლებისა და ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 20-მდე ოჯახს.
საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები შეიძლება იყოს მიღებული იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგებთან დისკუსიაში გადაწყდა, რომ 24 დეკემბერს მაღაზიები იხსნება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრის დავალებით შედგა და შეხვედრაზე რაიმე გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა.
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყო სამუშაო შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის დავალებით. სხვადასხვა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება-მოხსნის...
საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა.
მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – იუსტიციის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი.
კერძოდ:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი...
საჯარო დისკუსია უნდა დაიწყოს იმის შესახებ, თუ რაზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან, ეს დაფარული არ უნდა იყოს,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არის საკითხები, რაზეც „გირჩის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციები განსხვავდება.
„ოპოზიციას ყველაზე მეტად აინტერესებს „გირჩი“ რატომ არ წერს განცხადებებს, მე კიდევ ვუმტკიცებ, რომ ეს მეათეხარისხოვანია და სხვა მნიშვნელოვანი...
რეალურად, ოპონენტებს იმ სცენარის გამეორება უნდათ, რაც 2003 წელს იყო, მაგრამ იმ პერიოდსა და დღევანდელ პერიოდს შორის განსხვავება არის ძალიან დიდი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას მოლაპარაკებები არ უნდა, რადგან იძულებული იქნებიან, უარგუმენტო პოზიციით რევოლუციაზე, დესტრუქციასა და მავნებლობაზე ლაპარაკით შემოიფარგლონ საერთაშორისო პარტნიორებთან.
„პრაქტიკულად, ოპონენტების დიდ ჯგუფს სათქმელი არ აქვს და კომისიის შექმნაც არ უნდათ, რათა...
არ იქნება ხელახალი არჩევნები? - არ იქნება მშვიდობა! - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი მხოლოდ ერთ საკითხზე უნდა გაიმართოს - როდის ჩატარდება ხელახალი არჩევნები.
„საერთოდ მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ა.შ. თუ რაიმე...
გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციამ – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლების ერთ-ერთი მცხოვრების სახლის დემონტაჟის შესაჩერებლად, სასამართლოს მიმართა, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.
„ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩანგელიების სახლის დემონტაჟი 20 დეკემბერს არის დაგეგმილი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სახელმწიფო მიწების დატაცების ფაქტებისა და უკანონო მშენებლობების მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს. ჩატარებული ინსპექციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე იწყება მოკვლევა და...
კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, შეჯერებული პოზიცია არ არსებობს, აქ განხილული იყო სხვადასხვა ვერსია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია უახლოეს და გრძელვადიან პერიოდში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა იმყოფება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოსასვლელად მრავალპარტიული პარლამენტია საჭირო.
„ეს კრიზისი აისახება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. პირველ რიგში ეკონომიკაზე, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და სხვა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































