აჭარის უმაღლეს საბჭოს ოპოზიციის წევრებმა მანდატების გაუქმების თაობაზე ოფიციალურად მიმართეს. დეპუტატებმა განცხადებები ინდივიდუალურად წარადგინეს და განაცხადეს, რომ ისინი აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველი გუნდი მოპარული ხმებით შევიდა. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს. „არ ვაპირებთ იმ უმაღლეს საბჭოში შესვლას, სადაც მოპარული ხმებით ბიძინას მონები სხედან. ბრძოლას გავაგრძელებთ ქუჩაში, პროტესტი რომელიც 48...
ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებას ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 2019 – 2020 წლებში ბევრი ახალი ინიციატივა განხორციელდა. მათ შორის პროგრამა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, როდესაც პარალელურ რეჟიმში 100 საპრივატიზებო აუქციონი ტარდებოდა. „პროგრამამ საკმაოდ წარმატებით იმუშავა. პანდემიის პერიოდში, 2020 წელს,...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ 2020 წელს 17, 2021 წელს კი 14 ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება. "საბავშვო ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს დასრულდა 17 ბაღის მშენებლობა 1000 ბავშვისთვის, 2021 წელს კი კიდევ 14 ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ასევე, მისივე თქმით, 2021 წელს 7020 მოსწავლისთვის 41 სკოლის მშენებლობა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ 2021 წელს 7020 მოსწავლისთვის 41 სკოლის მშენებლობა დასრულდება. „საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წელს, უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ცქიტიშვილის თქმით, ასევე 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება...
მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა მეათე მოწვევის პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სისტემა წარმატებით დანერგილია დღგ-ის დეკლარაციებისთვის. წინასწარ შემუშავებული რისკის კრიტერიუმებით დეკლარაციების სისწორის შემოწმება, მისი თქმით, ეტაპობრივად შეამცირებს გასვლითი საგადასახადო შემოწმებების რაოდენობასა და ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა კანონშესაბამისობის ზრდას. „ასევე, შეიქმნება ბუნებრივი რესურსების...
2021 წელს დასრულდება მცხეთის, სტეფანწმინდას და გრიგოლეთის გენგეგმები და ქუთაისის გენგეგმის კონცეფცია, რაც ამ დასახლებების გეგმაზომიერ და კომპლექსურ განვითარებას დაეხმარება,- ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ამასთან, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გაგრძელდება პროექტები ძველი კურორტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კვლავ განაგრძობს განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების გაცოცხლების, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შესაქმნელად ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ურბანული განახლების პროექტებს,- ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2021 წელს გაგრძელდება აბასთუმნის, ბაკურიანის, მესტიაში ლაღამის უბნისა და უშგულის კოშკების აღდგენა-განახლების პროექტები, ურბანულად განახლდება თელავისა...
2019 და 2020 წლებში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების გაუმჯობებსებისთვის 500-მდე მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მხოლოდ 2020 წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათას ადამიანს გავუუმჯობესეთ წყალმომარაგების გრაფიკი და წყლის ხარისხი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით წყალმომარაგებისთვის მოთხოვნილი...
წინა სტატია დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებები გადაადგილების შეზღუდვის დროსაც არ გამოირთვება. როგორც კალაძემ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, მას ბევრმა მოქალაქემ მიმართა შესაბამისი თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იქნება. ამასთან, კალაძე აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. „ყველამ კარგად ვიცით, როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენც საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ სპეციალისტების, ეპიდემიოლოგების მოთხოვნების გათვალისწინებით, რომ დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება....
კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ბიუროს დღეს წარედგინება. ცვლილებები „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე განმარტავს, კანონპროექტების პაკეტი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. „აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტად რჩება. როგორც მან პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის დიდ მნიშვნელობას საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იძენს. „ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 950 ფაქტი გამოვლინდა. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 73 ფიზიკური პირი დააჯარიმა. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. „გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების...
უკვე დაწყებულია და ბუნებრივია, გაგრძელდება ასეულობით პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფას და დაახლოებს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას საშუალო ევროპულ დონესთან,-ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა გაანცხადა. მისი თქმით, 2024 წლამდე გაგრძელდება და დასრულდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, რომლებიც ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილია. „დღეისთვის უკვე აშენებულია 260 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, სამტრედია-გრიგოლეთის,...
მხოლოდ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულება, - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2020 წელს მოხდა ჩქაროსნული მაგისტრალის სამი მონაკვეთის გახსნა, ხოლო რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ასევე, 580 კმ შიდა სახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაცია, 322 ათასი ადამიანის წყალმომარაგების გაუმჯობესება. მისი...
ქუთაისში აგვისტოდან მიმდინარე 32 ქუჩის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ზოგიერთი მედიასაშუალებით ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. „საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქუთაისის 32 ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტოდან დაიწყო, მათ შორის 2 ცენტრალური - აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბრში დაიწყო. სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები....
ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის 3,4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ. მერის თქმით, გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელი მიერთებები. „ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს, როგორც სავალი ნაწილის, ასევე სანიაღვრე არხებისა და ეზოებში შესასვლელების მიერთებების მოწყობას. აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ