რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ 2020 წელს 17, 2021 წელს კი 14 ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება.
“საბავშვო ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს დასრულდა 17 ბაღის მშენებლობა 1000 ბავშვისთვის, 2021 წელს კი კიდევ 14 ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ასევე, მისივე თქმით, 2021 წელს 7020 მოსწავლისთვის 41 სკოლის მშენებლობა დასრულდება. განათლების ინფრასტრუქტურული პროექტები კი ჯამში 300 მილიონი ლარით დაფინანსდება.