კვების ობიექტები შაბათ-კვირას „დელივერის“ სერვისით შეძლებენ მუშაობას. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
" 15 თებერვლიდან, არამხოლოდ აჭარაში, არამედ სრულიად საქართველოში, ყველა ქალაქში, კვების ობიექტების ფუნქციონირება ღია სივრცეებში შესაძლებელი იქნება. აქაც შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში კვების ობიექტები გააგრძელებენ მხოლოდ „დელივერის", მიტანა და გადატანის სერვისით ფუნქციონირებას",-აცხადებს მაია ცქიტიშივილი.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ძალაში რჩება.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძალაში რჩება ასევ,ე შეზღუდვა შაბათ-კვირას, აღდგენილი სერვისების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებითაც.
"8 თებერვლიდან უკვე ქვეყნის მასშტაბით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც იწყებს მუნიციპალური ტრანსპროტი სრულად ფუნქციონირებას, თუმცა, შაბათ-კვირის გარდა. შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება როგორც გადაადგილების შეზღუდვა 21:00...
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რესტორნების სესხის პროცენტის 80%-ით სუბსიდირების პროგრამის ტექნიკური მოთხოვნები შემსუბუქდება.
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2 ათასი რესტორნიდან, რომელთაც მთავარობას პროგრამაში ჩართვისთვის მიმართა, მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა.
“ჩვენ დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დეკემბრიდან დაიწყო. ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. მომართვა...
მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან იხსნება.
8 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი
1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ მარშუტკები ) (გარდა შაბათ-კვირისა)
2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები (გარდა შაბათ-კვირისა)
15 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით
1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში...
ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან წესების მიზანმიმართულად დარღვევას, როგორც შედეგი, მოჰყვება უმკაცრესი დასჯა. გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებასა და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„შეზღუდვების შემსუბუქება ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას - არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ ყველა სახის ორგანიზაციის. შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის...
პირბადის ტარების წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, სანქციები გაორმაგდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრება მნიშვნელოვანია.
„ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ჩვენ წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც პირბადის ტარების დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ, ვერავინ, ვერაფერი უფრო...
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე წარადგინა. როგორც გახარიამ განმარტა, ქემოკლიძე ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელეა და მას საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გაუძღვეს.
„დღეს, ასევე მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, ბატონი კახა ქემოკლიძე. კახა ჩვენს გუნდში უკვე წლებია მუშაობს, ის არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას და ემსახურება გუნდს, მას...
გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობას განაგრძობს.
გამგეობის ინფორმაციით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე (გლდანის „ა" მ/რ შეშელიძის ქ. N126 მიმდებარედ) სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიწყო.
მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები -...
შეზღუდვების არაგონივრული, არაფრთხილი, სწრაფი მოხსნა- გაუქმება არის შეზღუდვების თავიდან დაწესების პირდაპირი გზა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ციფრები იმედისმომცემია.
"ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი გახდებოდა მსჯელობის საგანი, იმ შემთხვევაში თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული. დღეს მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებლი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თამად და...
პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"15 თებერვლიდან ჩვენი შვილები სწავლასა საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ბავშვები სკოლაში სასწავლო კლასებში გააგრძელებნ სწავლას", - განაცხადა გახარიამ.
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც პრემიერი განმარტავს, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, უნდა გამკაცრდეს რეგულაციების დაცვაც.
“შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. შემდგომი შეზღუდვების შემსუბუქება იქნება 15 თებერვლის შემდგომ. ამ შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება 1 კვირის თავზე. შემდგომ მთავრობის სხდომაზე შევძლებთ ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები იქნება მოხსნილი.
ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ზრდის ჩვენს...
ბაზრობები ფუნქციონირებას 8 თებერვლიდან გააგრძელებენ. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
“8 თებერვლიდან, ორშაბათიდან, სრულად ამოქმედდება ბაზრობები”,- განაცხადა გახარიამ.
15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში ამოქმედდნენ. ეს არის ის ძირითადადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“,-განაცხადა გახარიამ.
ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრანსპორტი 8 თებერვლიდან გაიხსნება. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშტურო ტაქსზე“, - განაცხადა გახარიამ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჯიხანჯურში, ცოფის შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა, თუმცა სპეციალისტთა განცხადებით, ამ ეტაპზე აჟიოტაჟისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დროულად მიაწოდეს ინფორმაცია შეზღუდვებთან და პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
მათივე ცნობით, სპეციალისტთა განცხადებით, ამ ეტაპზე აჟიოტაჟისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს და ადგილობრივი თვითმმართველობა მზადაა, შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმაროს მოსახლეობას.
„საკარანტინე...
საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რეზოლუცია მიღწევადია, თუ მხარეები საქართველოს ინტერესებს დააყენებენ პირველ ადგილზე.
"მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე იყო საშუალება: მხარეებს მიეცეთ დამატებითი დრო, აღმოფხვრან მათი განსხვავებები, თუ შეუძლიათ. ვფიქრობ, რეზოლუცია მიღწევადია, თუ მხარეები საქართველოს ინტერესებს დააყენებენ პირველ ადგილზე. ქართველმა ხალხმა რამდენიმე გამოკითხვაში აჩვენა, რა სურთ, რა ადარდებთ: მაღალი ფასები, სიღარიბე. 75%-ზე მეტი ქართველმა NDI-ს გამოკითხვაში თქვა, რომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































