საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატებს თავის ხედვას და გეგმებს აცნობს. „პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ვაქცინების შემოტანა და განვითარების...
"ვადამდელი არჩევნები დაიდოს" — მოძრაობამ საქართველოსთვის მშვიდობის ხიდთან ამ სახელწოდებით ბანერი გადმოფინა. სამოქალაქო აქტივისტები ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათ მთავარ მოთხოვნად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა რჩება. "როგორც იცით, უკვე თითქმის 90 დღეა ვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩანიშვნას, ამას ვითხოვთ პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან გაშლილი კარავითაც. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა, ამ მოთხოვნისთვის ვართ გაერთიანებული არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია", - თქვა აქციის...
რიკოთი, ისევე როგორც ქვეშეთი-კობი, არის ჩვენი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილი, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბრესტიდან იწყება და ჩინეთის საზღვრამდე მიდის. ეს უკვე იმთავითვე არის დამატებითი მოთხოვნის შექმნის საფუძველი. გარდა ამისა, დერეფნის მიმზიდველობა სხვადასხვა პარამეტრებით ისაზღვრება და მთავარი პარამეტრი რაც გზასთან მიმართებაშია, ეს არის მომსახურების ხარისხი , - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი...
წელს უკვე დაიწყება დღესდღეობით ყველაზე გადატვირთული გზის მონაკვეთის- კახეთის 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების გათვალისწინებით ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობას, მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქართული კომპანიებიც შეძლებენ. ირაკლი ქარსელაძის თქმით, ასეთი გამოცდილება სამინისტრომ მიიღო ქუთაისის შემოვლითი...
„სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის მიმართებით აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა კომიტეტებს, ვინც მოკვლევა აწარმოა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ დასკვნების გათვალისწინებით მუშაობა მიდის ორი მიმართულებით. „ერთი - ეს არის სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მათი კორპორატიზაცია და შესაძლებლობა, რომ მეტად დამოუკიდებელნი იყვნენ ფინანსურად და დამოუკიდებლად...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს გულისხმობს, როგორც სკოლების, ასევე ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი თქმით, 2020 წელს დასრულდა 20 ახალი სკოლის და 17 საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის და ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 16 ათასი ბენეფიციარისთვის. როგორც მან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე აღნიშნა,...
დეცენტრალიზაციას, რომელიც მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად ევროკავშირში შესვლის გზაზე მნიშნელოვანი კომპონენტია, ასევე ინტენსიურად ვავითარებთ არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, არამედ უშუალოდ, ადგილობრივი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით,- ამის შესახებ 20 თებერვალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრობის კანდიდატმა აღნიშა, რომ პანდემიის მიუხედავად, დეზენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, 2020 წელს გადამზადდა მუნიციპალიტეტების 2000 თანამშრომელი. ირაკლი ქარსელაძის თქმით, პანდემიის შედეგად...
სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, გზებთან ერთად, ეს არის წყალმომარაგება, წყალარინება, სისტემები, რომელიც ასევე საბაზისოა საციცოცხლო და უმნიშვნელოვანესი და 2020 წელი აქაც ძალიან შედეგიანი იყო, - ამის შესახებ 20 თებერვალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ 2019-2020 წლებში 500 მილიონი ლარის მობილიზებისა და ინვესტირების შედეგად წყლის სისტემები გაუუმჯობესდა 360 ათას ბენეფიციარს და განსაკუთრებით...
როდესაც ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმებსა და გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ახალ, უფრო აქტიურ და მეტად აგრესიულ პრივატიზაციის სტრატეგიაზე, რომელიც დიდად შეუწყობს ხელს სტრუქტურულ გაჯანსაღებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 20 თებერვალდ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობდა. ნათია თურნავას განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019...
2021 წლის 21 თებერვალს 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო. ისევე როგორც მთელს საქართველოში, ეს დღე მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც აღინიშნა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მცხეთაში შრომის ქუჩას სახელი გადაერქვა და დღეიდან მას კონსტიტუციის ქუჩა ეწოდება. ღონისძიებაში მონაწილოება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ, ქალაქ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ და...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ თანხების არამართლზომიერ ხარჯებზე მიუთითებს. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, "აფხაზეთის დღის“ განხორციელებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ პირდაპირი დაფინანსების წესით, კანონმდებლობის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, ტენდერის გარეშე, გააფორმა ხელშეკრულება მთავრობის აპარატის უფროსის მიერ გამოგზავნილ წერილზე თანდართული ინვოისის შესაბამისად წარმოდგენილ კომპანიასთან, რითაც ინტერესთა შეუთავსებლობა წარმოიქმნა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამინისტროში პროგრამის განხორციელებასა და ზედამხედველობაზე არასათანადო...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 618 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 99 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა...
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, ყინულის დარბაზის მიმდებარედ, მალე კონსტიტუციის მოედანი მოეწყობა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიიღეს. „ეს იქნება პირველი ქართული კონსტიტუციის მიმართ გამოხატული ჩვენი პატივისცემა და მისი პოპულარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი. კონსტიტუცია არის უპირველესი გარანტი ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და განვითარებისა“, - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნისა და სამგორის რაიონებში მცხოვრებ 41 ოჯახს შეხვდა, რომელსაც წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონების პრობლემა ჰქონდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. კახა კალაძის განცხადებით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს. „დღეს 41 ოჯახს, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, გადაეცა საცხოვრებელი ფართები. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც...
ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ 300 ერთეული მიკროავტობუსი შეისყიდა. აქედან 120 უკვე ხაზზეა გაშვებული, დღეიდან კი, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს დამატებით, 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 22 თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები მგზავრებს შემდეგ მიმართულებებზე მოემსახურება: მიკროავტობუსი N437: სამღერეთის ქ. (ხერთვისის გადაკვეთაზე) - ცოტნე დადიანის ქ. - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N37. N479: ბეღლეთისა და მიხეილ მრევლიშვილის ქუჩების გადაკვეთა - ვაჟა ჩაჩავას ქ....
ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნებდით საკუთარ სამშობლოში დევნილ მოსახლეობაზე და ამ პირობას ჩვენ ურყევად ვასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტროს მიერ უკვე დაკმაყოფილდა 23 000-მდე დევნილი ოჯახი. „2021 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს 3500-მდე დევნილი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილება. ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი გეგმის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ