ოზურგეთში ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციას ითხოვენ. საუბარია 5 კილომეტრიანი გზის დაგებაზე, სადაც უგზოობის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტიც კვირაში მხოლოდ 3 დღე დადის. გზის დაგების მოთხოვნით ადგილობრივებმა პეტიცია გაავრცელეს. პეტიციაში წერია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო სიგრძე დაახლოებით 5,5 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც...
გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე დევნილების საერთო საცხოვრებელში სველი წერტილების რეაბილიტაცია ჩატარდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  ხახუტაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფაბრიკის შენობაში, 10 დევნილი ოჯახი 1991 წლიდან ცხოვრობს. სამუშაოები ცენტრი "აფხაზეთისა" და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შესრულდა. კერძოდ კი საერთო მოხმარების სველი წერტილების რეაბილიტაცია განხორციელდა. "მოსახლეობა საერთო მოხმარების სველი წერტილით სარგებლობდა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში გახლდათ, ფაქტობრივად, ანტისანიტარია გვქონდა. პროექტის ფარგლებში შესაძლებელი...
თელავში დღეს, მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მრავალსაუკუნოვანი ჭადრის სანიტარული დათვალიერება ჩაატარეს და ნიადაგის ანალიზი აიღეს. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თამილა ნადირაძე, რომლის ინიციატივითაც, ჭადრის კვლევები დაიწყო, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ საუკუნოვანი ხის ფესვთა სისტემა ცოცხალია და მისი მკურნალობა შესაძლებელია. "ნიადაგის აღება იმ მიზნით მიმდინარეობს, რომ შესაბამისი ანალიზი გაკეთდეს, რა სჭირდება ფესვთა სისტემას....
video
გურჯაანიის მუნიციპალიტეტის 37-ვე საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს საკვებს ელექტროქურებზე მოუმზადებენ. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ეტაპობრივად ასრულებენ "სოკარგაზის" რეგულაციებს, შესაბამისად ეს გადაწყვეტილებაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს. გაერთიანებამ 42 ელექტროქურა შეიძინა, რომელზეც 150 780 ლარი დახარჯა.
წინა სტატია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტია მზადყოფნას აფიქსირებს განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც და განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მათი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და არ დაეთანხმებიან რაიმე შინაარსობრივ დამატებას. „მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი და საჯაროდ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მმართველ პარტიასა...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე კომბინირებული სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. წყნეთის ტყე-პარკში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, კომბინირებულ სპორტულ მოედანზე რბილ საფარზე ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება. გარდა ამისა, ამავე სივრცეში სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ბატუტები და სხვა ინფრასტრუქტურა რამდენიმე ზონაზე გადანაწილდება, ასევე, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი საპარკე ავეჯი, მოეწყობა...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას მორიგ დოკუმენტს სთავაზობს. დოკუმენტის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე. 1. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ,...
ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციურმა სპექტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატურა უნდა განიხილოს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დროა, ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. „ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ...
სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგანეტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. მათივე ცნობით, ახალ მეურნეობაში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე იმყოფებოდნენ. „სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითრების მხარდაჭერას გულისხმობს....
პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ხელახლა განისაზღვრება. აღნიშნულ საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 19 აპრილის სხდომაზე იმსჯელებს. საქმე ფრაქცია “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან ექვსი დეპუტატის გასვლას ეხება, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აპირებენ. უმრავლესობიდან ოპოზიციაში მათ გადასვლამ გარკვეული პროცედურული ცვლილებები გამოიწვია. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, ხვალინდელ სხდომაზე, მათთვის კომიტეტებში კვოტების მიცემაზე იმსჯელებს. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან და ფრაქცია...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოვლინდა. შს სამინისტროს ცნობით, კომენდანტის საათის წესის დარღვევისთვის 157 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 1 234 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 199 ფაქტი...
დღეიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმდებიან. ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესშიც ჩაერთვებიან. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭომ, ასევე გადაწყვიტა, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.
დღეიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ამოქმედდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება. ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა ხვალიდან, ყოველდღე 08:00-დან...
წინა სტატია ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის თუ რა იყო ე.წ. პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხებთან მიმართებაში კრისტიან დანიელსონის შემოთავაზება. ჩვენ ზუსტად შემოთავაზებული სახით ვეთანხმებით ამ დოკუმენტს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არცერთი წინადადება არ იყო მოცემული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება არჩევნების...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა დასკვნითი ეტაპზეა. "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას გულისხმობს, გაცნობებთ, რომ ციხესთან მისასვლელი გზის სრული მონაკვეთი ასფალტირებულია, დარჩა მცირე სამუშაოები, ამჟამად, საფეხმავლო ქვაფენილის ბილიკზე ლითონის მოაჯირები დამონტაჟდა",  ამბობენ მერიაში. მათივე თქმით, სულ მალე, მანავის ციხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტურისტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი ადგილი გახდება.
საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. დევნილთა სააგენტოს ცნობით, ყოფილი კოლეჯის შენობაში საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. სამუშაოები კი არასამთავრობო ორგანიზაციამ "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ განახორციელა. „დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, GIZ-ის პროგრამის დირექტორი ფრედერიკე როხოვანსკი და ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ