ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოვაკზე“ ასაკობრივი ჯგუფები შეზღუდული არ იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში დაიწყება „სინოვაკზე“ ჯერ რეგისტრაცია და შემდეგ ვაქცინაცია. „ასაკობრივი ჯგუფები მხოლოდ „ასტრაზენეკაზეა“ შეზღუდული, სხვაზე - არა. როდის დავიწყებთ გამოყენებას ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში. იქაც ელოდებიან ავტორიზაციას. ჩვენ საქართველო ვუცდიდით „სინოფარმის“ ავტორიზაციასაც, მოსახლეობის პროტესტი რომ არ გამოგვეწვია. „სინოვაკს“ თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბრაზილია და...
13 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით Covid-19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება გრძელდება. განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით ტესტირება თბილისის N11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა. როგორც PCR, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტით კოვიდინფექციაზე შემოწმდა თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის, მასწავლებლები, მანდატურები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. „მე-11 სკოლაში ტესტირების პროცესი თბილისის „ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ...
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოსთვის პანდემიის კუთხით მდგომარეობაც გაუმჯობესდება და ე.წ. „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზაფხულში სავარაუდოდ ე.წ. „კომენდანტის საათის“ შეზღუდვა აღარ იქნება. „როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის...
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ მრჩევლად სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეს მინდია უგრეხელიძისთვის პირველი თანამდებობაა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მინდია უგრეხელიძის განცხადებით, მინისტრის მრჩევლის რანგი მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მზად არის საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება სამინისტროს გუნდს გაუზიაროს. ,,მინდია უგრეხელიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა" და „სისხლის სამართლის საერთაშორისო...
წინა სტატია შემდეგი სტატია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო, გაათავისუფლეს. მისივე ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გუბერნატორმა მალხაზ თორიამ გააცნო, თუმცა ლაშა გვასალია ამბობს, რომ ის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. “ათი წუთის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი გახლდით. დღეს დამიბარა გუბერნატორმა, სხვათაშორის, პირველად ვნახე ასეთი გაოგნებული, ასეთი გამშრალი და ფერდაკარგული მალხაზ თორია. აშკარად ეტყობოდა, რომ...
წინა სტატია შემდეგი სტატია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი რამდენიმე რეგიონში ქალაქის მერებისა და მოადგილეების გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა. სუბარის განმარტებით, მათ მიმართ ადგილი არც ბულინგს ჰქონია და არც ზეწოლას. „გადაწყვეტილების მიმღები პირების განმარტებით, ამ ადამიანებს თანამდებობა იმიტომ დაატოვებინეს, რომ საქმის კეთებას შეეშვნენ და გადავიდნენ კონკრეტული პირის აგიტაციაზე. უამრავი საქმეა გასაკეთებელი... გაზაფხულია და რეგიონებში ახლა იწყება მიწათმოქმედების სამუშაოები და...
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს ოკუპაციის შედეგს, მისი პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლიდან უკანონო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ უკანონო...
აჭარის უმაღლესი საბჭო მოქალაქეთა პეტიციების მიღება-განხილვას იწყებს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ განაცხადა. დავით გაბაიძის თქმით, პეტიციის შემოღება უმაღლეს საბჭოში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელებული ღია მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. „ღია მმართველობის საბჭომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელშიც 15 ვალდებულებაა. აქედან 10 სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაა. სამუშაო გეგმის ვალდებულებათა შორისაა პეტიციის შემოღებაც, რომლის მიზანიც...
თავიდან სხვა რიხით დაიწყეს, ბოლო პერიოდში კი რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების" ვარიანტი ბ, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა გახარიას გუნდზე საუბრისას განაცხადა. მან დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ადამიანებმა, ვისზეც ხოჯევანიშვილი საუბრობს, რომ მუნიციპალიტეტებში მერებმა მათ ზეწოლით დაატოვებინეს თანამდებობები, რეალურად საქმეს არ აკეთებდნენ და დაკავებულნი იყვნენ კონკრეტული პარტიის აგიტაციით....
ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩიქოვანის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კეთილმოეწყობა ჩიქოვანის ქუჩაზე N40, N40/2, N36 და N38-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები. ,,ჩიქოვანის ქუჩაზე ოთხი ეზოს კეთილმოწყობა დავიწყეთ, რომლის ღირებულება 400 000 ლარზე მეტია. ვგეგმავთ აღნიშნული უბნის სრულ რეაბილიტაციას. უკვე აღდგა საავტომობილო გზები, დაგეგმილია დარჩენილი ეზოების კეთილმოწყობაც, რაც სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას შექმნის აღნიშნულ...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა „კოვაქს პლატფორმიდან“, სავარაუდოდ, ივლისში შემოვა. როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი კარგია, აცრის მსურველი მოქალაქეები კი საკუთარ დოზებს უნდა დაელოდონ. „შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე რეკავს და ვაქცინა არ არის, მაგრამ მოკლე ხანში გვექნება „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზების შესაძლებლობა, „სინოვაკიც“ დაგვეხმარება, ასევე...
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კახეთში ჩატარებული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი მნიშვნელოვანი პროექტები ითვალისწინებს კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა-განახლებას, საპარკო და სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურის და ფუნქციურად დატვირთული ობიექტების მოწყობას. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი საჯარო სივრცეები, რომლის ნაკლებობაც არის კახეთში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ახალი პროექტების განხორციელება საშუალებას მოგვცემს განახლებული, ფუნქციებით გაზრდილი და ახალი შესაძლებლობებით...
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ თელავში ჩატარებულ სხდომაზე კახეთის 8 მუნციპალიტეტის ურბანული განახლების მდებარეობები შეარჩია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი წინადადებებიდან კომისიამ ის მდებარეობები შეარჩია, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ: თელავი - თელავის შემოსასვლელი (თბილისის გზატკეცილი, რუსთაველის ქუჩა), ახმეტა - ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია;...
წინა სტატია შემდეგი სტატია ფოთში, მერიის შენობის წინ ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, პოსტების დატოვება მოსთხოვეს. ლაგვილავა და ხუნწელია აცხადებენ, რომ გახარიას გუნდში გადადიან და საქმიანობას იქ გააგრძელებენ. ,,დილით ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან მქონდა შეხვედრა, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით მოთხოვნა იყო თანამდებობიდან გადავმდგარიყავით. კერძოდ, როგორც ვიცი, დავით...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 890 ათასი ლარი გამოეყო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. სოფლებში ჩატარებული კრებების შედეგად 156 პროექტი შეირჩა. გამოცემა წერს, რომ დაინტერესდნენ, როდის დაიწყება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, პეტრე შარიქაძის, ინფორმაციით, პროექტებზე მუშაობა ჯერჯერობით არ დაწყებულა. „ველოდებოდით მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს...
წინა სტატია შემდეგი სტატია ფაქტობრივად, პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით,- ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გორსა და ხაშურში მერის მოადგილეების მხრიდან თანამდებობების დატოვებას გამოეხმაურა. როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მათზე მიმდინარეობდა ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით. მისივე თქმით, პროცესები დაწყებულია სხვა მუნიციპალიტეტებშიც და ის ორკესტრირებულ ხასიათს ატარებს. კითხვაზე, რას ნიშნავს ეს პროცესები „ქართული ოცნებისთვის“, ხოჯევანიშვილი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ