წინა სტატია ინტერესთან კონფლიქტი არ არსებობს, აცხადებენ ქუთაისის მერიაში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  მიერ გამოქვეყნებული  კვლევის პასუხად. არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას ადგილობრივ თვითმმართველობაში დღის ბოლოს  უპასუხეს. ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი გიორგაძის განცხადებით, მას ხელთ აქვს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ  შპს "იუკო", რომლის დამფუძნებლადაც ქუთაისის მერის მოადგილე ფიქსირდება 2010 წლიდან  საქმიანობას არ ეწევა. ,,შპს "იუკო",  რომელიც 2006 წელს არის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრასა და სოფელ ზემო ხვითში მინიმოედნების მოსაწყობად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ორივე სოფელში მოედნების მოსაწყობად 145 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სკრაში აღნიშნული სამუშაოებისთვის 42 920 ლარია გათვალისწინებულია. შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს. ხვითში მინი მოედნის მოწყობას 102 130 ლარი მოხმარდება. სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები 2 თვეში უნდა დასრულდეს.
იმ პროცესის ფარგლებში, რაც საარჩევნო რეფორმას უკავშირდება, საარჩევნო კოდექსის მხოლოდ ის რეგულაციები განიხილება, რომელიც მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კონსულტაციები საკომიტეტო და პლენალურ განხილვის ფარგლებში გაგრძელდება. „იმ პროცესის ფარგლებში, რაც უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, განიხილება საარჩევნო კოდექსის მხოლოდ ის რეგულაციები, რომელიც გამომდინარეობს მიშელის შეთანხმებიდან. ამ ნაწილში ჩვენ გვექნება შემდგომი კონსულტაციები, გაგრძელდება...
სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრები განათლებისა და კულტურის სფეროს ქართველი წარმომადგენლების შევიწროებას აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ყურადღებით აკვირდება ბოლო პერიოდში ახალგორში არსებულ ვითარებას. სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ეფექტური კონტროლის არარსებობის და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სისტემატური უგულებელყოფის გამო, რთულია კონკრეტული პირების სახელების...
"მოგმართავთ თხოვნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას, გამოისყიდოთ ქ. ამბროლაურის კინოთეატრის შენობა კერძო მფლობელისგან,"- ამ მოთხოვნით პეტიციას ამბროლაურის მოსახლეობის ნაწილი ავრცელებს. "გამოვისყიდოთ ქ. ამბროლაურის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული შენობა, კინოთეატრი, რომელმაც ფუნქციონირების დღიდან მრავალი თაობა აღუზარდა ამბროლაურს და წარმოადგენდა ამბროლაურის ახალგაზრდობის ერთადერთ თავშეყრის ადგილს,"- წერია პეტიციაში.
აჭარაში ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა იწყება. ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს, კიბეებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას გეგმავს. ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაპტით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის...
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე. „დაირგო სხვადასხვა ჯიშის 418 166 ძირი სეზონური ყვავილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა...
სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სპეციალურმა კომისიამ ქვემო ქართლის შვიდი მუნიციპალიტეტის ურბანული განახლებისთვის მდებარეობები დღეს შეარჩია. რეგიონის შვიდი მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან, პირველ ეტაპზე შეირჩა: • რუსთავი - მეგობრობის გამზირი და მერიის წინ მოედანი • ბოლნისის - სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა • გარდაბანი - დავით აღმაშენებლის ქუჩა • დმანისი - თავისუფლების ხეივანი და წმინდა ნინოს ქუჩაზე (#41-#54) მდებარე სივრცე • მარნეული - ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სკვერი • წალკა...
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ოქტომბრის ბოლომდე, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონში ქუჩები, გამზირები და მოედნები მოირეცხება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაო შეეხება ასამდე ქუჩას და გამზირს. მათ შორის: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზას, თამარაშვილის, კოსტავას, შარტავას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ბარათაშვილის, გორგასალის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), მარჯანიშვილის, ათონელის, ამაღლების, სულხან-საბას, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიაჩელის, ახვლედიანის, ნიკოლაძის, ბუშის, კაჩინსკის, დადიანის,...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის. დევნილთა სააგენტოს ცნობით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ, კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. უწყების ინფორმაციით, საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, საორიენტაციოდ 24 თვის ვადაში ჩაიბარებს. „მიმდინარე წელს, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 25...
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გურიის რეგიონში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის რეაბილიტაციის პროექტზე ხელშეკრულება გაფორმდა. მათი ინფორმაციით, ხელშეკრულებაზე ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტმენტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე წურწუმიამ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „China Road and Bridge Corporation”-ის წარმომადგენელმა Wang Fuhua-მ მოაწერეს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, პროექტი 7 ლოტად განხორციელდება. „რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებს: ჩოხატაური-ბახმაროს გზის 24.5 კმ-იან მონაკვეთს,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 641 ფაქტი გამოვლინდა. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 138 პირი დააჯარიმა. მათი განმარტებით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. „გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების...
მზეჭაბუკის ძეგლი ქუთაისს 11 წლის შემდეგ დაუბრუნდა შეცვლილ ლოკაციაზე ქანდაკების მონტაჟი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მზეჭაბუკი“, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა, ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი „დიდების მემორიალის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.  ძეგლი 2009 წელს "დიდების მემორიალის" აფეთქებას გადაურჩა. 46 მეტრი სიმაღლის ქანდაკება წლების მანძილზე მოქანდაკის სახელოსნოში ინახებოდა,ძეგლის დასამონტაჟებლად ქუთაისის მერიამ დაახლოებით 100 000 ლარამდე გამოყო. სამუშაოებს ტენდერში...
ბაგა-ბაღები სასწავლო პროცესი ორშაბათს, 17 მაისს განაახლებენ. ქუთაისში ბაგა-ბაღების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე ყველა პედაგოგს კოვიდ ტესტირება ჩაუტარდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. "პარასკევიდან დავიწყებთ კოვიდ ტესტირებას, ვისაც დაუდასტურდება, რა თქმა უნდა, ბაღში ვერ მივა", - ამბობს დავით წიტაიშვილი. ბაგა-ბაღებში სააღდგომო არდადეგები 30 აპრილს დაიწყო. კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს მხოლოდ შენობამდე მიიყვანენ. აღმზრდელებს ყოველდღიურად ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში თუკი რომელიმეს...
14 მაისს ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 153-ე სათეატრო სეზონს ახლადრეაბილიტირებულ შენობაში გახსნის. ინფორმაციას გურიისმოამბე ავრცელებს. ოზურგეთის თეატრის შენობა, რომელიც 1961 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია საქართველოში. იგი მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს, მინიჭებული აქვს კულტურული ძეგლის სტატუსი და ოზურგეთის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. გიგანტური, ხუთსართულიანი სათეატრო ნაგებობის საერთო მოცულობა 7 000 კვადრატული მეტრია. თეატრს აქვს დიდი სცენა 405...
მთავრობის მიერ გამოცხადებული არდადეგების დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტების ნაწილი სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაახლებს, ნაწილი კი კვლავ ჰიბრიდულ სწავლების პირობებში დარჩება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. როგორც ცნობილია, 15 მარტიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და პროფესიულ სასწავლებლებს მიენიჭათ უფლება, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განეახლებინათ. უნივერსიტეტებს და კოლეჯებს ჰქონდათ უფლება, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, თავად მიეღოთ გადაწყვეტილება და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ