თუ მაისის ბოლოს ადიგენის მაღალმთიან სოფელ დერცელში მოხვდებით, ეს სანახაობა არ უნდა გამოგრჩეთ . აქ ადგილობრივები საზაფხულო საძოვრებზე  წასასვლელად განსაკუთრებით ემზდებიან, ძროხებს სხვადასხვა სახის საღებავით და სამკაულებით რთავენ, რაც მთაში წასვლის სიხარულთან, გაზაფხულის მოსვლასა და პირუტყვის ავი თვალისგან დაცვასთან ასოცირდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. მთაში წასვლამდე ოჯახები მზადებას რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია სწორედ ძროხების შეღებვა და სადღესასწაულო მორთულობებით...
პანდემიის მიუხედავად, გორში ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა მერიამ უზრუნველყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. "ღონისძიებას სოციალურად დაუცველი და შშმ პატარები დაესწრნენ. დღის განმავლობაში გასართობმა ცენტრმა „რიო“ 85 ბავშვს უმასპინძლა.ღონისძიების განსახორციელებლად „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 540 ლარი გამოიყო" , - აცხადებენ მერიაში. უწყების ცნობით, გარდა სხვადასხვა გასართობ აქტივობებებში მონაწილეობისა, ღონისძიების ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები და საჩუქრებიც გადაეცათ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზაზე, რომელიც მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელ გზაა. ეს გზა დაახლოებით 15 კმ სიგრძისაა და უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი (ფონიჭალა)-მარნეული-გუგუთისა და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზებს. ეს ასევე უმოკლესი კავშირია რუსთავსა და მარნეულს შორის, რომლითაც აქტიურად სარგებლობს გზის გასწვრივ...
რუსთავის მერია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი რუსთავში, მეგობრობის გამზირისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დასრულდა. ამის შესახებ ტვ4 წერს. საპროექტო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. TV4-ის ინფორმაციით, რუსთავის მერი დღეს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებს იმ ლოკაციებს აცნობს, რომლის განახლებაც იგეგმება. ინფორმაციისთვის, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეგობრობის გამზირის სრულად რეაბილიტაცია. მოეწყობა გარე ფასადები, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა და ველობილიკები. შეგახსენებთ, მეგობრობის...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამანტის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის - საეტაპო ოქმის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის ვალდებულებისაგან, ასევე, გადაუხდელი ჯარიმისა და საურავის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილება შეეხება იმ სუბიექტებსაც, რომელთა მიმართ...
წლის ბოლოსთვის დედაქალაქში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს, ეს ეხება როგორც ავტობუსებს, ისე მიკროავტობუსებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „სატრანსპორტო პოლიტიკაში მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმები წამოვიწყეთ, თავისი ავტობუსების განახლებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით. შეიძლება ყველა ქუჩაზე, არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველგან ვერ მოვახერხეთ, თუმცა რაც შეეხება საავტობუსე ზოლების გაჩენას, დახაზვით სამუშაოებს, მაქსიმალურად ვცდილობთ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რომელზეც...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 444 ფაქტი გამოვლინდა. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 56 პირი დააჯარიმა. მათი განმარტებით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. „ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე...
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი წევრის, დავით ჯორჯაძის უფლებამოსილება ცნო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. უწყების ინფორმაციით, ჯორჯაძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის გამოკლებული წევრის, ლევან ლილუაშვილის ადგილმონაცვლეა. ,,საკრებულოს წევრის, ლევან ლილუაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მისმა დანიშვნამ განაპირობა. ლილუაშვილის საკრებულოდან გასვლის გამო ცვლილება შევიდა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა და სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ...
ხულოს სოფელ ქედლებში მცხოვრები 13 ოჯახი ფერდსამაგრი კედლის მოწყობას ითხოვს შესაბამისი მოთხოვნით წერილი უკვე შეიტანეს მერიაში, თუმცა, უწყებისგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ გზა, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობენ საფრთხის შემცველია. ფერდსამაგრი კედლის მოწყობას ითხოვს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი კახა დეკანაძეც. საკითხზე ხულოს მერიაში კომენტარს მოგვიანებით დაგვპირდნენ.
video
აჭარის პირველი კანონდებლის მიერ დარღვეული კანონი და უთანასწორო გარემო მშობლებისთვის. საბავშვო ბაღში გამართულ ღონისძიებაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საკუთარი გავლენების საფუძველზე დაუშვეს. იგი ღონისძიებას მშობლის სტატუსით დაესწრო. არადა, სხვები ზეიმს ქუჩიდან აკვირდებოდნენ. როგორ იმართლებს თავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ვის აკისრებს პასუხისმგებლობას მაღალჩინოსანი? - ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ ბათუმის მესამე საჯარო ბაღში გამართულ ღონისძიებას, მშობლები...
ხულოში იალაღებზე მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა წელსაც ამოქმედდა. შეღავათით სარგებლობა ადგილობრივებთან ერთად ტურისტებსაც შეუძლიათ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. პროგრამისთვის თვითმმართველობამ წელს 30 ათასი ლარი გაითვალისწინა. მოქალაქეებს ტრანსპორტი  უფასოდ  ზაფხულის ბოლომდე მოემსახურებათ.
აჭარის მთავრობასთან გამართული აქცია გვიან ღამით სამუშაო ჯგუფის შეხვედრით დასრულდა. მთავრობის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს და უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს შეხვდნენ, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ მთავრობა ერთ თვიან ვადაში თითოეული ჯგუფის პრობლემების მოგვარებას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. გუშინ აჭარის მთავრობასთან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქემ  გაერთიანებული აქცია გამართა. მათ მთავრობის მხრიდან ყურადღება მოითხოვეს. აქციაზე იმყოფებოდნენ იპოთეკის შედეგად, ავტობანის მშენებლობით დაზარალებულები და თვითდასაქმებულები....
ოფიციალური განცხადების რეგისტრაციიდან მესამე დღეს უმაღლეს საბჭოში პირველი ოპოზიციური ფრაქციის შექმნის შესახებ განხილვები დაიწყო. ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართვაზე მსჯელობენ ბიუროს ფორმატში, რომელსაც თავად ოპოზიცია არ ესწრება. პარტია სრულფასოვან საკანონმდებლო საქმიანობაში რამდენიმე დღეში ჩაერთვება. ვისთან და რა ტიპის პოლიტიკური თანამშრომლობა ექნებათ ნახევარწლიანი ბოიკოტის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" 6 დეპუტატს უმაღლეს საბჭოში, ამ თემაზე სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 150-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი აუქციონზე გამოიტანა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. სააგენტოს ცნობით, 8 ობიექტი სახელმწიფო საწარმოა. ამასთან, 50 ობიექტი - 50%-იანი, ხოლო 25 ობიექტი - 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს ძველ შეთავაზებებთან ერთად, ახალ ობიექტებსაც წარუდგენს. ამჯერად...
მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობიდან გამომდინარე არსებული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო, ნუცუბიძის პლატოზე მობილობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 3 ივნისიდან, 08:00 - 12:00 და 17:00 - 20:00 საათებში, ი. ბერიტაშვილის, რ. ჩხიკვაძის (ყოფილი ძოწენიძის ქუჩა), ბ. ჟღენტისა და ე. ბედიას ქუჩებზე სატვირთო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2-დან 11 ივნისის ჩათვლით იწყებს განაცხადების მიღების მეორე ეტაპს „სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ პროგრამის ფარგლებში. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკრო სესხების/სალიზინგო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ