ქვეყნის სიმბოლიკის, დროშისა და გერბის დაცვის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ ოპოზიციასთან ერთად იმსჯელა. ყურადღება 6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხევაზე გამახვილდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
კახა კუჭავამ და საპარლამენტო ოპოზიციამ დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელეს.
“კანონპროექტთან დაკავშირებით გუშინ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ დროშასთან დაკავშირებით მკაცრდებოდა სანქციები. ასევე, არ არსებობდა ჩანაწერი ევროკავშირის დროშის დახევასთან...
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, 85-ხმით, ერთხმად მიიღეს.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4%-დან, 7.7%-მდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7.6-დან 6.9%-მდე. სამთავრობო ვალი 54.6%-მდე მცირდება.
ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ილია ვარდანაშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, იგი მძიმე სენით იყო ავად.
“მძიმედ იყო ავადა, ბოლო პერიოდში მკურნალობდა და სამწუხაროდ მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. ძალიან დამწუხრებულები ვართ ყველა”, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.
ილია ვარდანაშვილი იყო ახალუბნის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქციის ,,პატრიოტები ხალხის სამსახურში” თავმჯდომარის მოადგილე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 250 კილო ხორცი შეისყიდა და შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მერიამ 250 კილო ხორცის შესყიდვისათვის ხელშეკრულება, გამარტივებული წესით, ფიზიკურ პირ შამისტან ალიევთან გააფორმა. ერთი კილო საქონლის ხორცში მერიამ 16 ლარი და 50 თეთრი გადაიხადა. 250 კგ ხორცის შესყიდვისათვის კი მერიამ 4 125 ლარი დახარჯა.
რადიო „მარნუელს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ საქონლის...
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვარაუდობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამენტი მეოთხე კენჭისყრაზე აირჩევს.
მისივე თქმით, ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ და წინასწარ ამზდებენ საფუძველს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემაზე ისაუბრონ. მამუკა მდინარაძის თქმით, სწორედ ამიტომ არ უჭერენ მხარს წარმოდგენილ კანდიდატებს.
„უკვე გამოიკვეთა იმის ნიშნები, ოპონენტები რას აპირებენ არჩევნების შემდეგ და მანამდე. დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვებას ვერ...
1 ივლისიდან გაორმაგდა სოციალურად დაუცველ ბავშვებზე გასაცემი დახმარების მოცულობა, გაიზარდა ბავშვების მოცვაც, დამატებით 35 ათასამდე ბავშვი მიიღებს ამ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამ მიმართულებით დამატებით 75 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„ჯანდაცვის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბავშვთა...
ბოლნისში, შოთა რუსთაველისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„ყოფილი კატერინენფელდის ცენტრალური უბნების დარჩენილ მონაკვეთებზე ადგილობრივი ბაზალტით ქუჩების მოკირწყვლა დასრულდა. შოთა რუსთაველის ქუჩაზე ამ ეტაპზე ეზოში შესასვლელები, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე კი ტროუტუარებისა და დაზიანებული ფასადების აღდგენა...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6 927 600 ლარის ოდენობით გაიზარდა და 60 990 900 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 54 063 300 ლარისა. შესაბამის ცვლილებას საკრებულოს წევრებმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს მხარი. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
აღნიშნული თანხა გამოყოფილია:
ქალაქ ზუგდიდში ლომონოსოვისა და გრიბოედოვის ქუჩებზე რკინაბეტონის სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, საშენგელიოს უბანში, გზის ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად;
ასევე,...
ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ყველაზე ღირსეული კანდიდატი შეირჩეს და თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა
მისი თქმით, ოპოზიციამ თავი აარიდა ფართო კონსენსუსით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დამტკიცებას.
„ოპოზიციამ ძალიან სუსტი და გაუმართავი გადაწყვეტილება მიიღო, როცა სათანადოდ არ ჩაერთო განხილვებსა და კენჭისყრაში, ასევე, ფართო კონსენსუსით ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებას...
"მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" – ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ Facebook ლაივში ახალი სლოგანი წარადგინა. კალაძემ ამით მისი წინა სლოგანი, "სიცოცხლით სავსე ქალაქი" ჩაანაცვლა.
20 ივლისს, "ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენაზე მისული ოცნების წევრები და მხარდამჭერები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულები იყვნენ - მათ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ და შეურაცყოფას აყენებდნენ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ გაუარესებულია. მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების პიკური მაჩვენებელი დამოკიდებულია მოქალაქეების ქცევაზე, რამდენად სათანადოდ დაიცავენ ისინი აუცილებელ რეკომენდაციებს.
„შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ჩვენ ახალა დაახლოებით იგივე მაჩვენებელზე ვართ, რა მაჩვენებელიც გვქონდა მაისის პიკურ პერიოდში, ამდენად, ეს არის გარკვეული ესკალაციები. ტალღას დავარქმევთ თუ ამას როგორ აღვწერთ, ყოველ შემთხვევაში, შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. რა...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს სამინისტროს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის დანგრევა სურს.
სამინისტრო აცხადებს, რომ სიცრუის ავტორები და მათ ზურგს ამოფარებული სხვა პირები ამ გზით საკუთარი უმოქმედობით გამოწვეული სავალალო შედეგების გადაფარვას ცდილობენ.
„სწორედ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არხის მესვეურებს და სოციალურ ქსელებში გამოთქმული ყალბი აღშფოთების ავტორებს, როდესაც იყვნენ...
საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით აკრძალულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, ქორწილთან, ნებისმიერ იუბილესთან და მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებებთან. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მასშტაბით დღესაც იმართება მსგავსი ტიპის შეკრებები. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
როგორც შრომის ინსპექციაში ამბობენ, 2021 წლის პირველ ნახევარში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემუშავებული ღონისძიებების აღსრულების კუთხით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 19 317 აქტივობა განხორციელდა,...
ვაქცინაციის თანხა დღეის მდგომარობით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 150 000 000 ლარზე მეტი. დაახლოებით 3 მილიონ 800 000 დოზა ვაქცინის შეძენაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა აქვს დღეში 20 000-მდე აცრა გააკეთოს.
„ვაქცინაციის თანხა დღეის მდგომარობით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 150 000 000 ლარზე მეტი. დაახლოებით...
პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3,4 პროცენტიდან 7,7 პროცენტამდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7, 6 დან 6,9 პროცენტამდე. სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 პროცენტამდე. ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით და მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქუთლიარის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლის, დოლისყანის, 15-მდე ოჯახს გზის პრობლემა მოუგვარა. ინფორმაციას რადიო მზარნეული ავრცელებს.
ამჟამად სოფლამდე მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.
2021 წლის გაზაფხულს სოფლის მოსახლეობამ რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ მათ სოფლამდე მისასვლელი გზა 2020 წელს უნდა დაგებულიყო, მაგრამ გასულ წელს აღნიშნული პროექტი არ შესრულდა.
მოსახლეობა ასევე აცხადებს, რომ გარდა გზის პრობლემისა დოლისყანელებს ბუნებრივი აირის,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































